დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვაჟაობა ჩარგალში
2009/09/07 17:23:43

ჩარგალში ვაჟაობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს. ვაჟას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად უამრავი ადამიანი შეიკრება, მათ შორის პოლიტიკოსებიც. თუმცა სახელისუფლებო სტრუქტურებს მხოლოდ დუშეთის გამგეობის წევრები წარმოადგენდნენ. გასაკვირია, თუმცა ფაქტია, რომ ვაჟაობაზე მწერლები და პოეტები არ მიუწვევიათ. მთავარი მასპინძელი კი, როგორც ყოველთვის, ვაჟას მემკვიდრე ლელა რაზიკაშვილი იყო.

სახლ-მუზეუმის ეზოში ფარიკაობა და ჭიდაობა თითქმის ერთდროულად დაიწყო. ოდნავ მოგვიანებით დოღი გაიმართა, რომელშიც 15-მდე ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. შეღამებისას, ტრადიციულად, ხინკალი მოხარშეს და მუზეუმის ეზოში ვაჟას შემოქმედებითი საღამო გამართეს. საღამო დილამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა  ვაჟაობის ეს ტრადიცია სტუმრებს ამჯერად წვიმამ დაურღვია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია