დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/09/22 16:22:58

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძე, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ბაზალეთის თემის ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვარლამ ჭიპაშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში,  კობა ლურსმანაშვილი.

ნიკოლოზ თოფურიძემ  სოფლის ცენტრალურ გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში შეკეთდა ამორტიზებული გზა. ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბევრი სიკეთე მოვიდა მოსახლეობამდე, მოასფალტდა სოფლის გზა, ღარიხევში მოეწყო ბეტონის საფარი. ახლადრეაბილიტირებულ გზებზე გამართული და ქსელში ჩართულია გარე განათების სისტემა, სულ ახლახანს ბაზალეთში ჩაირთო ბუნებრივი აირი. ჩვენ მმართველი გუნდის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მასშტაბითბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მჯერა რომ მშენებლობის პროცესი ხარაგაულში მომავალშიც გაგრძელდება“- მიმართა სოფლის მოსახლეობას მერობის კანდიდატმა.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვარლამ ჭიპაშვილმა.  მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოფელ ქროლში ცენტრალური გზა მობეტონდება და  სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. თავდაუზოგავად ვიმუშავებთ ღარიხევისა და ქროლის გაზიფიცირების საკითხზე. ქვეყანაში არსებული ვითარება, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტები და პროგრამები ჯნდაცვის, განათლების, ბიზნესის ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, - განაცხადა ჭიპაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია