დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 50000-მდე დამკვირვებელი ჰყავს და 2300 ჟურნალისტი აშუქებს
2018/11/28 12:31:12

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი: #5 გრიგოლ ვაშაძე და #48 სალომე ზურაბიშვილი.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი,  48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე  მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.  საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე  ჟურნალისტი.

 

დღეს, მთელი დღის მანძილზე, ცესკოს მედია ცენტრში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები არცევნების მიმდინარეობისა თუ  ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

ცსკო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე და მოუწოდებს მათ, იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია