დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი ოპერის თეატრის მსახიობებს წარმატებულ პრემიერას ულოცავს
2009/07/24 13:43:45

ქუთაისის მერმა ოპერის თეატრის წარმომადგენლები მიიღო. ნუგზარ შამუგიამ თეატრის ხელმძღვანელებსა და მსახიობებს წარმატებული პრემიერა მიულოცა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის სცენაზე გაცოცხლებული ,,ტრავიატა“, ქალაქის პირველი პირის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს თეატის მსახიობების მაღალ დონეს.

ნუგზარ შამუგიამ ოპერის მომღერლებს ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მათ მომავალი წარმატებები უსურვა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრმა ოპერის მოყვარულებს ჯუზეპე ვერდის ნაწარმოებით ,,ტრავიატა“ 15-17 ივლისს უმასპინძლა. ორივე დღემ ანშლაგით ჩაიარა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია