ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა სამსონ გუგავამ დღეს ბრიფინგი გამართა. ლეიბორისტებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს აღმაშენებლის გამზირზე დასაქმებულ მუშებზე დღემდე გაუცემელი ხელფასები.
გუგავამ ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 2006 წლის შემდეგ ქუთაისის ტენდერებში გამარჯვებული ფირმები მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაახლოებული მეპატრონეების საკუთრებაში არიან.
„ჩვენ გვაქს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ტენდერებში გამარჯვებული პირები უშუალოდ არიან ნაც.მოძრაობის დონორები წინასაარჩევნოდ. ისინი შემოსავლების ნახევარს მათ ურიცხავენ, რათა მომავალში ტენდერებში კვლავ გაიმარჯვონ,“ - აცხადებს ლეიბორისტი სამსონ გუგავა.
სამსონ გუგავას განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტაციაზე მომავალშიც აქტიურად აპირებენ მუშაობას.