საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კომენტარი
პარლამენტის თავმჯდომარე: "ოპოზიციის მიერ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა - შეცდომაა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/22 12:05:27

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მიერ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა - შეცდომაა. მისი თქმით, კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ გამოძიების დეტალების გარკვევის შემდეგ უნდა დაიწყოს.

 

 „ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიცია ჩქარობს და ამ სიჩქარეში შეცდომებს უშვებს. მათ შორის შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა დააყენა. ისინი გამოძიების დეტალებში გარკვეულნი რომ იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. დეტალებში გარკვეული არც მე ვარ და ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მას შემდეგ, რაც გამოძიების დეტალები გაირკვევა, შეგვიძლია, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, მათ შორის იმაზე - ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან განცხადებებს, ვინ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინ ჩქარობს და ვინ არ ჩქარობს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სიმართლის გარკვევაში ქვეყნის თითოეული მოქალაქე სასიცოცხლოდაა დაინტერესებული და საზოგადოებას მოუწოდა, პროკურატურასთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. „ნაჩქარევი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის, რადგან ნაჩქარევი განცხადებების გაკეთების დროს კონკრეტული სუბიექტები სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ ნაჩქარევი და არასწორი განცხადებები არ გააკეთონ პროკურატურასთან და ზოგადად,  საქმესთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქმის მასალების გასაჯაროების მოთხოვნის შესახებაც.

 

„ჩვენთვის მთავარია, სიმართლე გაირკვეს და ეს რა ფორმით გაკეთდება, ვიდეო მასალებით, აუდიო მასალებით თუ სხვა რამე გასაჯაროვდება, ეს დეტალებია. ჩვენთვის მთავარია სიმართლე გაირკვეს. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც გამოძიება ბოლომდე მივა, ამ საქმესთან დაკავშირებით სრული სიმართლე გვეცოდინება. აქედან გამომდინარე, ნაჩქარევი განცხადებები, შეფასებები არასწორია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია