დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პროექტი - გენდერი და სამოქალაქო განათლება - დასრულდა
2009/07/14 05:24:43

ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში პროექტის, ,,გენდერი და სამოქალაქო განათლება“,  მონაწილეთა დაჯილდოება შედგა. პროექტი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით განხორციელდა და მასში მონაწილეობა ქალაქის  სხვადასხვა  საჯარო სკოლების 7-მა გუნდმა მიიღო. პროექტის განხორციელების მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისათვის აქტუალური თემების პროპაგანდა, გენდერული საკითხების მოგვარების გზების ძიება, დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური ღირებულებების პოპულარიზაცია, სამოქალაქო თვითშეგნებისა და კულტურის ამაღლება, მოზარდებში ობიექტური და ჯანსაღი ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობა გახლდათ.

პროექტში მონაწილე გამარჯვებულ გუნდებს  ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ ზაზა ნუცუბიძემ და  მერის მოადგილემ დავით გორდელაძემ  სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. პროექტის ყველა მონაწილისათვის კი საექსკურსიო ტური დაიგეგმა სამეგრელოს რეგიონში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით შედგება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია