დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება
2012/10/31 13:17:12

ქუთაისის ღვარსადენების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. ამ დროისათვის სამუშაოები სულხან საბას, შარტავასა და თაბუკაშვილის ქუჩებზე მიმდინერეობს. რეაბილიტაცია  დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პროექტი ერთი თვით ადრე სრულდება. ღვარსადენების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტისათვის მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება.
დღეს აღნიშნული პროექტი იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ დაათვალიერა.
„არავისთვისაა სიახლე, რომ ღვარსადენები მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. გუბეების გამო სახლამდე მისასვლელი გზები დაზიანებული იყო, აგრეთვე დატბორილი იყო სახლების სარდაფები. ამ პროექტის დასრულების შემდეგ 6500-მდე ოჯახს მოეხსნება ეს პრობლემა. პროექტი ხორციელდებოდა რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, დააფინანსებს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ამ პროექტს მომავალში, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით,“ - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ემ-ტე-ესი“ ახორციელებს. მათი დასრულების შემდეგაც აღნიშნულ ქუჩებზე შესაძლებელი იქნება ეზოების და გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია მაისურაძის, ხარებავას და ხუნდაძის ქუჩების რეაბილიტაცია.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია