საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთისიც ქალაქია...
გოგი წულაია მძღოლების სავარაუდო გაფიცვას აანონსებს და ქუთაისის მერიას ურჩევს, მოიკლოს „დროსტარების ხარჯები“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/21 13:44:41

 

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერმა გოგი წულაიმ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, იგეგმება საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ტარიფის  გაზრდა, რაც გამოწვეულია საწვავის გაძვირებით.


„მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა ტიპის საწვავზე ფასი 20-30 თეთრით მოიმატებს, რაც შესაბამისად, ტრანსპორტის გაძვირებასაც გამოიწვევს.  მე ვიცი, რომ ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიაში უკვე შესულია განცხადება, მაგრამ მერია მას მალავს.  ისიც ვიცი, თუ მერი არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ისინი მარტში გაიფიცებიან, რაც სრულიად სამართლიანი იქნება.


ამ სიტუაციაში ერთდერთი გამოსავალია, მერიამ თვალი გაუსწოროს რეალობას და მოიკლოს დროსტარების ხარჯები, რასაც არასაჭირო ღონისძიებებში ხარჯავს და ამ ფულით დაეხმაროს მოსახლეობას. თუ რა ხარჯები შეიძლება შეამცირონ, ამ საკითხზე ვმუშაობ უკვე და მალე გაგაცნობთ ჟურნალისტებს.“


გოგო წულაის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უარყოფენ ქუთაისის მერიაში.


 

„ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის გაძვირების თემას, აშკარად თვითონ სურთ, ფასებმა მოიუმატოს და ეს მოსახლეობაზე ცუდად აისახოს. ჩვენი ინფორმაციით, თვითონ ოპოზიციური პარტიები აწარმოებენ  მსგავს მოლაპარაკებებს მძღოლებთან“- განაცხადა ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია