დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არაპოლიტიკური სამოქალაქო მოძრაობა მოსახლეობას მოუწოდებს!
2012/02/27 12:00:17

არჩევნებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, უკვე მეორე კვირაა, აქციები და სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მათ შორის 23 თებერვალს, პირველ საათზე, საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რვა ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, გურჯაანი, ბოლნისი და თბილისის შვიდი უბანი - ეს ის პუნქტებია, რომელშიც, აქციის სახით, საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სხვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამართა.

შეხვედრების მიზანია, მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ ცვლილებების შესახებ, რომელმაც, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი დააზარალოს, უარეს შემთხვევაში - თავისუფლება აღუკვეთოს.

ახალმა კანონმა, რომელიც პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს, არჩევნებთან დაკავშირებით მიიღო, ახალი ცნება შემოიტანა: „პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი.“ ირკვევა, რომ შესაძლოა, პოლიტიკურად აქტიური და პარტიასთან დაკავშირებული ისე აღმოჩნდე, ვერც კი გაარკვიო ამის შესახებ.

რას   გულისხმობს  ყოველივე   ეს? „თუ გამოთქვი საკუთარი მოსაზრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, თუ რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურად აქტიურ პირს მოსთხოვე და მიიღე ფინანსური დახმარება, შესაძლებელია, სასჯელის სახით დაგეკისროთ თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით. თუ შენმა თანამშრომელმა ხმამაღლა გამოხატა საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, შენს ორგანიზაციას შეიძლება შეეზღუდოს შემოსავლის წყარო და მსგავსი ბევრი დეტალი.“ - წერია ბუკლეტში, რომელიც აქციის მონაწილეებს დაურიგდათ. 

„აქციების ძირითადი მიზანი ის არის, რომ შეიცვალოს საქართველოში სააჩევნო კანონი. შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის და საარჩევნო კოდექსში. არის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა 2011 წლის 29 დეკემბერს და, ფაქტობრივად, ეს ცვლილებები ეხება ყველას. ჩვენ მოუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას და ყველა მოქალაქეს, რომ შეუერთდნენ აქციის ორგანიზატორების პოზიციას. ჩვენ შევძლებთ, რომ ასეთი აქციებით პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები და დამატებები, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს საქართველოში საარჩევნო პირობებს,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების კოორდინატორმა ნოდარ ჯიქიამ. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არ უნდა დაუშვან ისეთი კანონი, რომელიც არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია, ხელს უშლის თავისუფალი აზრის გამოხატვას და მოქალაქეებში ნერგავს შიშს - ღიად დაუჭირონ მხარი ამა თუ იმ პარტიას. ზღუდავს მოქალაქეების საკუთრების უფლებას და ასე შემდეგ. მათი თქმით, გაგრძელდება აქციები ამ თემაზე. ჩრდილში ყოფნას არ აპირებენ. ასევე მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ გაერკვიონ ახალ კანონში და გაჩუმებას ნუ ეცდებიან, რადგან:

„ნურავის მისცემ უფლებას შეცდომაში შეგიყვანოს, ნუ იქნები პასიური! შემოუერთდი არაპოლიტიკურ სამოქალაქო მოძრაობას! ეს შენ გეხება!“ აქციაზე საინფორმაციო ბუკლეტებიც დარიგდა და ხელმოწერებიც შეგროვდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია