დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"სამართლიანი არჩევნები" მონიტორინგის პირველ შედეგებს აქვეყნებს
2016/10/08 13:13:40

"სამართლიანი არჩევნებისდამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის  2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა.

 

,სამართლიანმა არჩევნებმა’’ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 100% -სგან მიიღო.

 

,,სამართლიანი არჩევნების’’ ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს. ეს მონაცემი ემთხვევა 2014 წლის მონაცემს.

 

 

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2%   მაშინ, როცა 2012 წელს არ იყო მზად უბნების 8.8%, ხოლო 2014 წელს - 1.3%. აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მცირედი დაგვიანებით დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია