დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საიდან მოდის გიორგი მარგველაშვილი
2013/05/11 17:55:53

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას, უმრავლესობის მსგავსად, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ივანიშვილის განცხადებით, მარგველაშვილს პოლიტიკაში და მენეჯმენტში აქვს გამოცდილება, ისევე კარგი ექსპერტი და ანალიტიკოსია.

„მარგველაშვილს ყველა თვისება აქვს, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო და იდეალური ვარიანტიც კი“- განაცხადა  პრემიერმა.

რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას:

გიორგი მარგველაშვილი –

დაბადების თარიღი: 1969 წ. 4 სექტემბერი

განათლება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  - 1998                 

დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში

მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი - 1993-1996

დიპლომის შემდგომი სწავლება

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი - 1993-1994             

დიპლომის შემდგომი სწავლება სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთის რესპუბიკა)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1987-1992     

დიპლომი ფილოსოფიაში (წარჩინებით), მასწავლებლის  სერტიფიკატი

 

სამუშაო გამოცდილება:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - 2010 - ოქტომბერი, 2012

რექტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA) - 2006-2010                      

კვლევითი დეპარტამენტის უფროსი 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA) -2000-2006                  

რექტორი

საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი - 1995-2000                                                 

ადგილობორივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი/პროგრამის კონსულტანტი

თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი - 1996-1997                                       

ლექტორი ფილოსოფიასა და კულტრაში - თბილისის დამოუკიდებელი უნივერისტეტის რექტორის სპეციალური მოწვევით წაიკითხა კურსი „კულტურის აზრისა და კომუნიკაციის ისტორია“

 შპსბიზნეს დღიურები - 1994-1995                                                                           

მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს კულტურის ლაბორატორია - 1993-1993          

უმცროსი სპეციალისტი

მარგინალური  მდგომარეობების ფსიქოლოგიური ლაბორატორია - 1993-1993                                                    

უმცროსი სპეციალისტი                                        

შპს კავკასუს თრეველი  - 1992-1994             

სამთო გიდი/ჯგუფის ლიდერი

 

ნაშრომები:

რედაქტირება  „ჩვენი თაობის პრივილეგია“  ზ. ჟვანია - 2005                  

„საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრეინინგის სახელმძღვანელო #1“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. რედაქტორი - 1999   „საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრეინინგის სახელმძღვანელო №2“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. რედაქტორი - 1998    

„ადგილობრივი მთავრობის სახელმძღვანელო“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო რედაქტორი და თანაავტორი

„საარჩევნო კამპანიის ტრეინინგების სახელმძღვანელო“ საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, თანაავტორი ავტორი ნაშრომისა „ინდივიდუალური სუბსტანციის ფილოსოფია“, ნეკერის საგამომცემლო სახლი ავტორი ნაშრომისა „სისრულის პრობლემურობა მითოლოგიაში“, კერძო გამომცემლობა - 1993-1994 

სხვადასხვა სტატიის ავტორი და რედაქტორი თემებზე საჯარო, პოლიტიკური, საერთაშორისო, კულტურულ და ფილოსოფიურ საკითხებზე გაზეთებსა და ჟურნალებში - 1988-2012   

უცხოური ენები:

ინგლისური (სრულყოფილად)

რუსული (სრულყოფილად)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია