დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ახალი მემარჯვენეები“ ქუთაისის ბიუჯეტს იწუნებენ
2011/12/26 13:10:44

21 დეკემბერს პოლიტიკურ პარტიაახალ მემრჯვენეის“ ადგილობრივი პარტიის თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ მორიგი ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს 2012 წლის ქუთაისის ბიუჯეტის მთავარ დოკუმენტს, სადაც, წინა წლებთან შედარებით, თანხები თითქმის ყველა პროექტში შემცირებულია.

„დღეს ქუთაისში მტკიცდება ბიუჯეტის მთავარი დოკუმენტი, მე არ ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ქუთაისის ბიუჯეტში არის კლება. მაგალითისათვის, თუ შარშან ბიუჯეტი შეადგენდა 41 მილიონზე მეტს, წელს ეს თანხა შეადგენს 33 მილიონს. ეს კლება აისახება, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროგრამებში, როგორიც არის საკანალიზაციო სისტემები, შიდა გზები, სანიაღვრეები, რომელიც ძალიან პრობლემურია ქუთაისისთვის. ამავე დროს, ვერ ვხედავ კლებას პიარ-პროგრამებში. მაგალითად, შადრევნების მოწყობაში, ველო-ბილიკების გაკეთებასა და ატრაქციონებში, ქალაქის ბიუჯეტიდან გადის,“ - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ. 

მისივე განცხადებით, თუ პრეზიდენტს სურს მსგავსი გასართობი ატრაქციონები და ველო-ბილიკები ქუთაისში იყოს, კეთილი ინებოს და არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამედ - მისი სარეზერვო ფონდიდან გადმორიცხოს თანხა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია