დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკოსის "ფლეშმობი" პარლამენტთან (video)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/04 11:59:52

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორმაგი უწყვეტი ხაზი შავი საღებავით გადაღებეს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მათ წმინდა ლუკას დასახლების მცხოვრებთა მოთხოვნა შეასრულეს.


"წმინდა ლუკას მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს მერია თხოვნით გადაეღებათ ორმაგი უწყვეტი ხაზი, რადგან მათ დამატებით ორი კილომეტრის გავლა და საპატრულო პოლკიციის მიერ უკანონოდ დაწერილი ჯარიმების გადახდა ხდებოდათ, თუმცა შედეგოდ.

 

გასულ წელს ჩვენც გავმართეთ აქცია და მოვითხოვეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი ხუშტურის გაუქმება. მერიაში პირობა დადეს, რომ ახალი წლის მერე, მოიძებნებოდა თანხები და  მოხდებოდა ამ საგზაო მონიშვნის გაუქმება.


მოვიდა ახალი წელი, დავამთავრეთ დროსტარება და ქეიფი, მაგრამ მერიაში ვერც ტანხები გამოძებნეს და მაინც ვერ მოიცალეს ამისთვის. რადგან პოლიტიკის კეთებით არიან დაკავებულნი და მოსახლეობისთვის არ ცხელათ. ამიტომ ჩვენ შევასრულეთ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა და ორმაგი უწყვეტი ხაზი გადავღებეთ. თუკი მათ მიერ გასაკეთებელი საქმის გამო დამაჯარიმებენ, მზად ვარ ერთი ჯარიმა ავიტანო"-განაცხადა გოგი წულაიამ.

 

შემთხვევას შეესწრო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათ მომხდრაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. მოსახლეობამ კი ახალი საგზაო მონიშვნით სარგებლობა უკვე დაიწყო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია