დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თავის მოწონება სხვის ხარჯზე?
2009/09/21 12:41:25

რა მიხარია სას­წავ­ლო წლის დაწყება! პირ­და­პირ გუ­ლი მიჩ­ქარ­დება, დი­ლას რო გა­მე­ვიხედავ და ქუ­ჩა სავ­სე როა დაფ­თქი­ა­ლებული ბოვ­შებით. რა ჯობია მა­გათ ყურებას. მა­გე­ნი­ვით, მეც მთე­ლი წე­ლი ვუც­დი სწავ­ლის დაწყებას. აგერ, ახლო­ში სკო­ლა რო მაქ, იმ სკო­ლა­ში გა­დავ­დი­ვარ ყოველ სას­წავ­ლო წლის და­საწყისს. ისე­დაც პა­ტივს მცე­მენ, დი­რექ­ტო­რია თუ მას­წავ­ლებელი, - მობრძან­დი, ქაიხოს­რო ბიძია, ერ­თი-ორი კაი სიტყვა და­ა­რი­გე ამ ბოვ­შებს, ამ­დენ ჭირ­ვა­რამ­გა­მოვ­ლი­ლი კა­ცი ხარ და შე­ნი და­ლოც­ვა მთე­ლი წე­ლი ეყოფათ ბოვ­შებსო...

წელ­საც გე­დე­ვე­დი ამ ჩემ სკო­ლა­ში. იყო ერ­თი ჩოჩ­ქო­ლი და სი­ცილ-ხარხარი. დი­რექ­ტო­რი ქე ატა­რებდა მი­ტინგს, მა­რა ვინ უს­მენ­და? მო­ნატ­რებული ბოვ­შები ერ­თმა­ნეთს ეხვე­ო­დენ კი­სერ­ზე, მშობლები ერ­თად ჭო­რაობდენ და იყო ერ­თი ამბავი. მეც აღარ შევჩხერილ­ვარ თვალ­ში დი­რექ­ტორს და მას­წავ­ლებლებს, ჩუ­მად ამე­ვე­ფა­რე მშობლებს. იქე­და­ნაც კი ვხედავ­დი ბოვ­შების ცქრი­ალს...

სიტყვით გა­მე­ვი­და დი­რექ­ტო­რი, მი­სი მო­ად­გი­ლე, იმი­სი კი­დო მო­ად­გი­ლე და კი­დო მას­წავ­ლებლები... ყვე­ლა ერ­თი­და­ი­გი­ვეს არ გე­ი­ძახოდა? ჩა­მოთ­ვლი­დენ ბოვ­შების სახელებს და... ა, ბატო­ნო, ამ­გენ­მა რა­ფერ გვა­სახელეს ეროვ­ნულ გა­მოც­თებში, ჩააბარენ და ხო ხედავთ, რა სკო­ლაა, ამ­დენ­მა ბოვ­შმა მი­ი­ღო და­ფი­ნან­სებაო... ჩე­ე­ცი­ნათ ჩემ წინ მდგარ მშობლებს - ხო, სულ თქვენ­თან ნას­წავ­ლით ჩააბარეს ახლა მაგ ბოვ­შებმაო...

გულ­ში მეც გამ­კრა, რა სკო­ლის დამ­სახურებაა, ნე­ტაი, იმ ბოვ­შებმა რო ჩააბარენ, ერ­თი ის და­ა­სახელეთ, მარ­ტო სკო­ლის ცოდ­ნით თუ მე­ეწყო ვინ­მე, თვა­რა რე­პე­ტი­ტო­რებთან და­ტო­ვებული ათა­სების მე­რე კი უნ­და ჩეებარებიათ, აბა, არა?

ამ ჩემ­გვერ­დით სკო­ლა­ში კი არა, თურ­მე თა­ვი­ანთ სა­სექ­ტემბრო მი­ტინ­გებზე სხვა სკო­ლის დი­რექ­ტო­რებსაც მო­ქონ­დათ თა­ვი, ჩვე­ნი ყოფი­ლი მოს­წავ­ლეები სტუ­დენ­ტები გახდენ და, ხო ხედავთ, რა მაგ­რები ვარ­თო! მო­მი­ვი­და ეს ამბები.

კი მა­რა, თქვე და­ლოც­ვი­ლებო, მთე­ლი ქუ­თა­ი­სის მაშ­ტაბით მა­ნახეთ ერ­თი, რო­მელ­მა ბოვ­შმა ჩააბარა მო­უმ­ზა­დებლად, მარ­ტო სკო­ლის ხარჯზე? ოჯახაშე­ნებულებო, ხელ­ფა­სებს გიზ­რდი­ენ, კი­დო გაზ­რდას ითხოვთ, ერ­თ ბოვშს მა­ინც ას­წავ­ლეთ ისე, რო თა­ვი­სით მოხვდეს უმაღ­ლეს­ში. ან თა­ვი რას მო­გაქვთ მე­რე, ჩვენ­მა მოს­წავ­ლემ ჩააბარაო. სირცხვი­ლი არ არის?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია