დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბოვშებს „ალილოზე“ წასვლა არ აცალეს
2012/01/16 13:14:06

ჩემ ბიძაშვილს კაი ბოვში ყავს, გადასარევი. იმისთანე „ალილო“ იცის, ზარივით რეკავს. ხოდა, ვიფიქრე, ვეტყვი თორნიკიას, ექვსში, საღამოს, გადმევიდეს ჩემთან და ქე გააკეთებს სამეზობლოში ბოტასების ფულს-თქვა. თან, რა კაი ფეხი აქვს, რო იცოდეთ!

მარა ბოვში და დედამისი ყინულის მოედანზე დამხვთენ წასული - მიშა ჩამონავალა, პრეზიდენტი, და დოუბარებიათ ბოვშები - მოვიდენ, რამე იცეკვონ მოედანზეო. ჩემი ბიძაშვილის შვილს ქე გახარებია, მიშას ვნახავ და ხელს ჩამოვართმევო. ხო, მარა, 2 სააათზე რო დოუბარებიათ ე ბოვშები, მის მერე ატყუებდენ თურმე: ა, აგერ მოვა პრეზიდენტი, ა, ეგერ მოვაო. დამწყდარან მშიერები მთელი დღე, მარა ვინ ყავდათ პატრონი! მერე თურმე, რო აღარ შეეძლოთ ბოვშებს, საყვედური გოუბედიათ ყინულის მოედნის უფროსობისთვის, როდის მოვა ეს თქვენი პრეზიდენტი, რომ დაგვწყვიტეთ მშიერიო. უფროსს კიდე გული მოსვლია, მე რას მეჩხუბებით, კაცოვო. მერე ღამის თერთმეტ საათზე დოურეკიათ ზემოდან და გოუხარებიათ დაწყვეტილი ბოვშები, აღარ მოდის მიშა, წაით სახლებშიო. ჩემი ბიძაშვილის ბოვში სულ ბღავილ-ბღავილით მოიყვანენ სახლში, მიშა ვერ ვნახე და ალილოზეც ვერ წევედი კიდეო. ძლივს გავაჩერეთ, ისე ბღაოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია