დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბანკი ბანკში?
2011/05/09 15:29:46

რა კაი ამინდი იყო, ბაბულიებო, ორ მაისობას! ქე გევისეირნე ქალაქში. ხან ერთი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შემხვდა, ხან - ჯარის ამხანაგი, ხან კიდო მეზობლები დემეწიენ საცხა უფასო კონცერტი ყოფილა და იქანა მივდივართო. მოკლეთ, არ მომაკლდა მტერი და მოყვარე იმ დღეს.  მივდივარ ჩემთვის, ქუჩაში, და ვინცხა ახალგაზრდა ქალი მეკითხება, ბიძია, აქანა სად არი „საქართველოს ბანკიო“. ჯერ კი ვერ გევიგე, რას მეკითხებოდა, იმფერი ხმაური იყო ქუჩაში, მერე ის ვერ გევიხსენე, სად იყო ეს ბანკი და უთხარი, არ ვიცი, ბაბულია, სხვას კითხე, ამ სკლეროზს რა ვუთხარი-თქვა. წევიდა ეს ქალი იმედგაცრუებული, მარა რა მექნა, მე ჩემი გაჭირვება მადგა. გევიარე ახლა ორი ნაბიჯი. მივსეირნობ ჩემთვის მერიის წინ და ვაკვირდები გარემოს. დედა,  გევიხედე და, აგერ არ წამოუჭიმავთ ეს „საქართველოს ბანკი“         „თი-ბი-სი ბანკის“ შენობაში? რავარი კაი შენობაა ისე, მარა რა გოუჭირდა „თი-ბი-სის“ მაგის ფასი, კონკურენტი რო შეისახლა იქანა? ამ ბებერ თავში უცებ ჯაყო და თეიმურაზი არ გამახსენდა? რა დეემართა ხიზანისგან თეიმურაზ ხევისთავს, აპაა!!! რა ვიცი, რაფერ მომაფიქრდა ეგიც ჩემი სკლეროზიანი თავის პატრონს. ისე, ისიც კი უნდა ვთქვა ახლა, რო ეს ლურჯი და სტაფილოსფერი ვერ ეხამება ერთმანეთს და მამკალით, თუ გინდათ. ქალაქის იერ-სახეს არ უხდება-თქვა, ასე ვიფიქრე. თან ქე დამაინტერესა, რას უხდიან ქირაში იმისთანას საქართველოს ბანკელები თი-ბი-სელებს? მარა, ჩემნაირ უბრალო კაცს ვინ ეტყვის ამფერ რამეს?

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია