დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
2013/06/04 14:16:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს ალტერნატივა არ გააჩნია; შესაბამისად, იგი წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს, რაც განპირობებულია ქართველი ხალხის არჩევანით.

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ ტრანსფორმაციასა და ევროინტეგრაციას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია