საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთის მთავრობა ამერიკას აკრიტიკებს
2013/06/06 12:17:18

თურქეთის მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას აკრიტიკებს.

მათ პოზიციას ასეთი შეფასება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრისას მისცა.

„მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება მსგავსი მასობრივი გამოსვლები და პროტესტი ხელისუფლების მიმართ. ამაში განსაკუთრებული არაფერია და არც თურქეთია გამონაკლისი. დემონსტრაციები, როგორც სხვა ქვეყნებში, თურქეთშიც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც გამოცდა დემოკრატიული სისტემისთვის “, – განაცხადა ჯონ კერისთან საუბრისას აჰმედ დავითოღლუმ.

 თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ  სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში  პროტესტი აღიქმება როგორც რიგითი გამოხატულება დემოკრატიული მმართველობისა, თურქეთში კი  მიმდინარე დემონსტრაციები აღქმული იქნა როგორც საგანგებო მოვლენა.

„თურქეთი არ არის მეორეხარისხოვანი დემოკრატია", - აღნიშნა აჰმედ დავითოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები თურქეთში  ათი დღეა მიმდინარეობს.  დემონტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო. მოგვიანებით, პარკის დასაცავი მშვიდობიანი აქცია ანტისახელისუფლებო მიტინგებში გადაიზარდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტება.

მიუხედავად ამისა, მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.

 საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს თითქმის ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია