საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩადით ქვემოთ, არ ჩაინგრეს ბიბლიოთეკის მეორე სართული“
2012/04/23 15:38:36

აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მეოცე წლისთავის აღსანიშნავად ქუთაისში ამერიკის ელჩის  დაფინანსებით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში საბავშვო ლიტერატურის განყოფილება და ამერიკული კუთხე გაიხსნა.

„ამერიკული კუთხე“ იქნება ადგილი ქუთაისში, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ამერიკული კულტურისა  და ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიღება წიგნების, ფილმებისა და ინტერნეტ-რესურსების საშუალებით.

„საქართველოსა და ამერიკას 20-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რაც მახარებს.  ეს საბავშვო ბიბლიოთეკა კი, ვფიქრობ, ქუთაისელ ახალგაზრდებს  ძალიან გამოადგება,“ – აღნიშნავს ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

ტრადიციულად, საბავშვო ბიბლიოთეკის ლენტის გაჭრის შემდეგ ბიბლიოთეკის დირექტორმა იმერეთის გუბერნატორი, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ამერიკის ელჩი ბიბლიოთეკის მეორე სართულზე მიიპატიჟა, სადაც აგრეთვე საბავშვო ლიტერატურაა განთავსებული.  მოწვეულ სტუმრებთან  ერთად ბიბლიოთეკის მეორე სართულზე ასვლა იქ მისულმა  საზოგადოებამაც ისურვა, რამაც ბიბლიოთეკის დირექტორი  შეაშინა. „ყველა ნუ ამოხვალთ, ძალიან გთხოვთ, არ ჩაინგრეს მეორე სართული და არ მოგვეჭრეს თავი,“ – ამბობდა ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე.

საბავშვო  ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ ამერიკის ელჩმა 30-ე სკოლაში გადაინაცვლა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია