საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
3 დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი
2013/05/13 22:21:58

ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ

 

ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. განხორციელებული თავდასხმის  შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე: კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრის თქმით, არიან დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები, თითეულის ოჯახის წევრი ინფორმირებულია მომხდარის შესახებ.

„დღეს, 16:17 საათზე განხორციელდა დღემდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ავღანეთში საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანეს 42-ე ბატალიონის ბაზაზე. ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობას მივეცი დავალება, დაედგინათ და დაეზუსტებინათ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების ზომები,“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრის ცნობით, ბაზაზე კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით განხორციელდა.

მისივე თქმით, ქართველმა სამხედროებმა ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია