დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
”The Doors”-ის ერთ-ერთი სოლისტი გარდაიცვალა
2013/05/21 15:03:26

74 წლის ასაკში პოპულარული მუსიკალური ჯგუფის „The Doors”-ის პიანისტი  რეი მანზარეკი გარდაიცვალა.

რეი მანზარეკი როკ მუსიკის ისტორიაში შევიდა როგორც დიდი ექსპერიმენტატორი. მისი ნოუ-ჰაუ იყო ერთდროულად დაკვრა ელექტროორღანზე და ბას-ელექტროპიანინოზე. ამ კომბინაციის წყალობით, ჯგუფი არ საჭიროებდა ბას-გიტარისტს.

 გარდა ამისა, რეი მანზარეკი პოლულარული გახდა ისეთი სოლო პარტიებით, როგორიცაა „Riders on the Storm” და „Light my Fire”.

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით, მუსიკოსი კიბოს დაავადების საწინააღმდეგო ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიოდა გერმანიის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში. სიკვდილის დროს მასთან მეუღლე და ძმა იმყოფებოდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია