დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
64 ევროს ნაცვლად – 222 მილიონი
2013/06/11 11:42:51

ერთ-ერთი გერმანული ბანკის თანამშრომელმა ორიანის ღილაკს ხელი 11-ჯერ დააჭირა და კლიენტის ანგარიშზე, რომელიც ბანკომატიდან  მხოლოდ 64 ევროს მოხსნას ელოდა, 222 მილიონი ევრო გადარიცხა. ბანკის თანამშრომელს არც მეტი არც ნაკლები, მუშაობისას ჩაეძინა.

როგორც ”დოიჩე ველე” იუწყება, ბანკის ოპერატორის შეცდომა მალევე გამოასწორეს და მხოლოდ რამდენიმე წუთით გამდიდრებულ ადამიანს ანგარიშიდან თანხა სასწრაფოდ მოუხსნეს.

ამ  ისტორიაში ყველაზე საოცარი ის არის, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს არა „მძინარა კლერკი”, არამედ მისი უფროსი, რომელსაც   მისდამი დაქვემდებარებულის უშუალო კონტროლი ევალებოდა. თუმცა, სასამართლო პროცესზე ხელმძღვანელმა პირმა საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება მოახერხა და სამსახურშიც აღადგინეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია