დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსურ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები დასრულდა
2013/05/17 20:46:27

საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსურ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები  დასრულდა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის  სფეროში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში  მხარეებს შორის ოფიციალური ოქმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, გერმანული მხარე საქართველოში ახალ პროექტებს განახორციელებს, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვას, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახური იუწყება, ფინანსური დახმარება არის,  როგორც გრანტი, ისე შეღავათიანი კრედიტი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ოქმს  ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა  ანეტე ზაიდელმა.

„საქართველოში გერმანული მხარე განაგრძობს 20-წლიანი დახმარების პროცესს. დღეს ხელი მოეწერა ახალ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი რესურსების გამოძებნას კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვას, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ესაა როგორც გრანტი, ისე შეღავათიანი კრედიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანულ მხარეს აქვს აბსოლუტური ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი,“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

 „საქართველოსთან 1992 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით. ესაა - მდგრადი ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობა. საქართველოს მხარე წარმატებულად ახორიელებს ამ პროექტებს.  მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მომავალშიც ჩვენ ძალიან წარმატებულ ნიადაგზე გავაგრძელებთ თანამშრომლობას,“ - აღნიშნავს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ანეტე ზაიდელმა. 

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორი სახელმწიფოა. გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს გრანტების, შეღავათიანი სესხების და ტექნიკური დახმარების სახით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია