დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ენერგეტიკის მინისტრმა ყახაზეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
2013/05/29 14:49:35

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყაზახეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. მინისტრი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს და გაზისა და ნავთობის მინისტრს შეხვდა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხილვის გარდა, კახა კალაძემ ყაზახეთის მთავრობასთან „ყაზტრანსგაზ თბილისის“ დაბრუნების  საკითხი განიხილა.

საქართველოს მთავრობა კომპანიის გადაცემის და არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს. ქართულ ბაზარზე დარჩენის სურვილი ყაზახეთის ნავთობისა და გაზის მინისტრმა და კომპანია „ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენლებაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ "ყაზტრანსგაზ თბილისთან" დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მათი მხრიდან სამომავლოდ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება.                        

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ყაზტრანგაზ-თბილისის“ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივი კომისია შეიქმნება და კომპანიის ფინანსური დავალიანების, ასევე მენეჯმენტის საკითხებს შეისწავლის.

კომისიას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, ქართული მხარის მოწვევით საქართველოში კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენლები ჩამოვლენ და კომპანიასთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ.

10-11 ივნისს კი ყაზახეთში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომას  საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი დაესწრებიან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია