დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკის ელჩი კადეტთა კორპუსში
2010/12/20 15:15:33

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ჯო ბასს, ქუთაისში რამდენიმე თვის წინ გახსნილი კადეტთა კორპუსი დაათვალიერებინა. მომავალი ჯარისკაცები სამხედრო სასწავლებელში კონკურსის წესით შეირჩნენ, დღეს აქ 300-მდე ახალგაზრდა სწავლობს. ბაჩო ახალაიამ მთავარ დიპლომატს საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო აუდიტორიები, სპორტული დარბაზები და სასადილოებიც კი დაათვალიერებინა. ჯონ ბასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს სამხედრო პროგრამაში მხარს დაუჭერს: „მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანას განათლებული სამხედრო ეყოლება. ეს საშუალება ხელს უწყობს ადამიანებს, შესაბამისი განათლება მიიღონ, ვიდრე ისინი გახდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულუფლებიანი წევრები. ნებისმიერი სამხედრო ძალისათვის ადამიანური რესურსი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მთავარია, ეს ადამიანები იყვნენ პროფესიონალები. ეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ჯო ბასმა.

საქართველოს  თავდაცვის მინისტრმა მსგავსი ტიპის სამხედრო სასწავლებლის აღმოსავლეთ საქართველოში გახსნაზე ისაუბრა: ბაჩო ახალაია: „განათლება და ტრენინგები მომავალი ჯარისკაცებისათვის მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ კადეტთა კორპუსი ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომავალში მნიშვნელოვნად შეავსებს შეიარაღებულ ძალებს. რაკი გაამართლა ამ ცენტრმა, ჩვენ შევძლებთ ასეთის გახსნას აღმოსავლეთ საქართველოშიც“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია