საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იუნესკოს მსოფლიო შედევრების სიიდან ამოღება მოსკოვის კრემლსაც ემუქრება
2012/08/15 09:20:16

 რუსეთის უმთავრესი ძეგლი, მოსკოვის კრემლი, წითელ მოედანთნ ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკიდრეობათა ობიექტების სიიდან,  შესაძლოა, მართლაც ამოიღონ.  დადგენილია, რომ კრემლისა და წითელი მოედნის ამ სიიდან ამოღების საკითხს  იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა კომიტეტი 2013 წლისთვის განიხილავს. ეს ინფორმაცია, რომ სიმართლეს შეესაბამება, ამის შესახებ გაზეთ „იზვესტიას“ რუსეთის არქიტექტორთა კავშირის კულტურულ მემკვიდრეობათა საბჭოს სწავლულმა მდივანმა, ირინა ზაიკამ აცნობა.

 რუსეთის არქიტექტორთა კავშირის მიმართ იუნესკოს მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „უკიდურესად შეშფოთებულია“ და მოითხოვს ობიექტის დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენას. იუნესკოს კრემლის დაცვის მდგომარეობის თაობაზე კითხვები საკმაოზე მეტად დაგროვებია. მათ შორის იმაზეც, თუ როგორ იცავს რუსეთის ხელისუფლება მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციას

„ამ ზაფხულზე სანკტ–პეტერბურგის სესიაზე რუსეთის ძეგლთა საკითხები არ წამოჭრილა. თუმცა, მომავალ წელს ისინი დღის წესრიგში შეტანილნი აუცილებლად იქნებიან“, – ირწმუნება ირინა ზაიკა.

 ცნობილია, რომ კრემლი სამი სტრუქტურის მიერ იმართება. ესენია: დაცვის ფედერალური სამსახური, მოსკოვის მუზეუმები და კრემლის მუზეუმები. ამასთან ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, ვინც ობიექტზე პასუხისმგებელი იქნებოდა, არ არსებობს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოითხოვს კრემლისა და წითელი მოედნის განვითარების გეგმას. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მხოლოდ მხოლოდ 2011 წელს იქნა ანგარიში წარდგენილი, მაგრამ დასმულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები არც იქ იყო გაცემული.

ამასთან დაკავშირებით, იუნესკო 2013 წლის 1 თებერვლამდე მოითხოვს ძეგლის მდგომარეობის, დავალებათა შესრულებისა და ობიექტის მდგომარეობის შესახებ სრულ ანგარიშს. ეს დოკუმენტები განხილულიქნება სესიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.

 რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს პრესმდივანმა, ვიქტორ ხრეკოვმა დაადასტურა, რომ კრემლში ახლა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ყველა ისინი რუსეთის საზედამხედველო ინსტანციებთან შეთანხმებულია. „თუ იუნესკოს სურს რაღაც დოკუმენტები მიიღოს, მაშინ ისინი შესაბამისი ინსტაციებისგან, მაგალითად, კულტურის სამინისტროსგან, მოითოვოს“, – განაცხადა მან.

 იუნესკო კრემლში მიმდინარე სწორედ ამ სარემონტო სამუშაოებთაა შეშფოთებული, და ამიტომაც, სასწრაფოდ მოითხოვს ანგარიშს მათი მიმდინარეობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლს მსოფლიო შედევრების სიიდან ამოიღებენ.

 

 presa.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1458
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია