დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად
ბარაკ ობამა: "რუსეთი სამხედრო ოპერაციისათვის ფასს გადაიხდის"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/02 07:52:01

ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ყირიმში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გააკეთა. ობამას თქმით აშშ-ს აშფოთებს ცნობები რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შესახებ.   პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ესაუბრა უკრაინის ვიცე პრეზიდენტს  და რომ ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციისთვის რუსეთი ფასს გადაიხდის. 

 

 
 "რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე პრეზიდენტს პუტინს და ჩემი ადმინისტრაცია ყოველდღიურ კომუნიკაციაშია რუს ოფიციალურ პირებთან... ღრმად გვაშფოთებს ცნობები რუსეთის ფედერაციის სამხედრო გადაადგილებებით უკრაინის შიგნით. რუსეთს აქვს ისტორიული ურთიერთობები უკრაინასთან, მათ შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირები,  და სამხედრო ბაზა ყირიმში. თუმცა უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერი სახის დარღვევა ღრმა დესტაბილიზაციას გამოიწვევს. რაც არ არის უკრაინის, რუსეთის თუ ევროპის ინტერესებში. ეს იქნება იმ საქმეებში ჩარევა, რაც თავად უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

 

ეს იქნება რუსეთის მიერ მის მიერ აღებული ვალდებულებების, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, საზღვრების და საერთაშორისო სამართლის ღია დარღვევა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მსოფლიო შეიკრიბა რუსეთში ოლიმპიური თამაშებისთვის, ეს განაპირობებდა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან ქმედებების დაგმობას და ამერიკის შეერთებული შტატები მხარში დაუდგება საერთაშორისო საზოგადოებას იმის დამტკიცებაში, რომ ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციას ექნება ფასი. 

 

 

უკრაინის მოვლენებმა გვაჩვენა თუ როგორი რთულია დემოკრატია, ქვეყანაში რომელიც ღრმადაა დანაწევრებული. თუმცა უკრაინემა ხალხმა ასევე გვაჩვენა, რომ ადამიანებს აქვთ უნივერსალური უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ამ დროისათვის სიტუაცია ძალიან მერყევია, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა უკრაინის ვიცე-პრეზიდენტს და აღუთქვა, რომ ამ რთულ სიტუაციაში ამერიკის შეერთებული შტატები  მხარს უჭერს მისი მთავრობის ქმედებებს.

 

ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიულ მომავალს. მე ასევე მოვუწოდებ უკრაინას, რომ მოაქციოს საკუთარი ქმედებები მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ჩარჩოებში. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან, ჩვენ გავაგრძელებთ  პირდაპირ კავშირს რუსეთის მთავრობასთან და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს, პრესის და ამერიკელი ხალხის, ინფორმირებას  მოვლენების განვითარებასთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

წყარო:"ტაბულა"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია