საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოსთვის ნატოს და ევროკავშირს ალტერნატივა არ გააჩნია
2013/03/19 19:14:01

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს საგარეო კურსის შესახებ ინფორმაცია გააკეთა.

დეპუტატმა საგარეო ურთიერთობებთან მიმართებაში საქართველოს გამოწვევებზე ისაუბრა და დასძინა, რომ ევროპულ კურსს საქართველოსათვის ალტერნატივა არ გააჩნია.  

ვიქტორ დოლიძე: „დღევანდელი შეხვედრა  შეეხებოდა საგარეო ურთიერთობის თემატიკას, ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაციას და იმ ქმედით ნაბიჯებს, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში. ვფიქრობ, ასეთ სახელოვან უნივერსიტეტში მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა მომავალი თაობა აქტიურად იყოს ინფორმირებული და ჩართული ქვეყნის მართვაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მიეწოდოს რეალური და ზუსტი ინფორმაცია."

დარბაზში მყოფმა სტუდენტებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ნებისმიერი სახელმწიფო პირის ინიციატივას, რაც მნიშვნელოვან პროცესებში სტუდენტების ჩართვას და ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია