დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Samsung Electronics-ის აქციები ერთ დღეში გაუფასურდა
2012/08/28 02:32:02

სეულის საფონდო ბირჟაზე სამხრეთკორეული კომპანიის აციების კურსი 7%-ით დაეცა, რაც 2008 წლის სექტემბრის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.  კომპანიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც მისი აქციების ღირებულების ასეთი ვარდნა გამოიწვია, გახდა აშშ-ში გამოტანილი კალიფორნიის სასამართლოს გადაყვეტილება, რომლითაც Samsung-ი  ვალდებულია, გადაუხადოს Apple-ს 1,05 მილიარდი დოლარი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება  არის სასამართლო პრაქტიკაში ყველაზე დიდი კომპენსაცია, რომელიც კი ოდესმე გაცემულა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ვერდიქტი საბოლოო არ არის და Samsung-ი აპირებს კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ექსპერტები თვლიან, რომ აქციების ფასზე გამოტანილ ვერდიქტს მნიშვნელოვანი გავლენა მაინც ექნება, რადგან ინვესტორები შეშფოთებულნი არიან იმ შესაძლო შედეგებით, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოყვეს კომპანიის შემოსავლებზე გავლენის თვალსაზრისით.

„უახლოეს დღეებში, აუცილებლად მოხდება კომპანიის აქტივების გადაფასება, რადგან კომპენსაციის თანხა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბაზარზე მოელოდნენ. გარდა ამისა, არის სხვა ფაქტორებიც - მაგალითად, პროდუქციის გაყიდვის აკრძალვის შესაძლებლობა“ - განაცხადა კომპანია Daishin Securities-ის ანალიტიკოსმა ჯონ პარკმა.

Apple გეგმავს მიაღწიოს სამხრეთკორეული კორპორაციის პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას ამერიკის შეერთებულ შტატებში. Samsung-ისათვის კი უმნიშვნელოვანესი საკითხია, შეეხება თუ არა ეს აკრძალვა სმარტფონს Galaxy S3, რომელიც არ იყო სასამართლო განხილვის საგანი ახლადდამთავრებულ პროცესზე, რადგან განიხილებოდა მხოლოდ კომპანიის მიერ ადრე გამოშვებული პროდუქცია.

სმარტფონი Galaxy S3 არის ყველაზე პოპულარული Samsung-ის პროდუქციის ამ მიმართულებაში. თუკი ის აიკრძალება აშშ-ის ბაზარზე, ეს Apple-ს მნიშვნელოვან უპირატესობას მოუტანს ბაზარზე კონკურენტებთან შედარებით.

კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კომპანია Google, რომელმაც განაცხადა, რომ სასურველია ორ გიგანტს შორის საპატენტო დავაზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ არ შეუზღუდოს მომხმარებელს ხელმისაწვდომობა იმ მობილურ ტელეფონებზე, რომლებიც იყენებენ ოპერაციულ სისტემა Android-ს. როგორც ცნობილია, ამ ოპერაციულ სისტემას სწორედ ინტერნეტ-კომპანია Google აწარმოებს. გარდა ამისა,  მიმდინარეობს Apple-ის სარჩელის საფუძველზე დაწყებული სასამართლო პროცესები მობლურების მწარმოებელი კომპანიების - Motorola და HTC-ის წინააღმდეგ, რომლებიც Google-ის საკუთრება არიან.

მომზადებულია ინტერნეტის მასალებზე დაყრდნობით

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია