დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას შეეწირა აღმაშენებლის გამზირის ხეივანი?
2011/05/09 16:48:05

წმიდა გიორგის თავის კვეთის მომდევნო ორ უქმე დღეს, 7 და 8 მაისს, მავანთა გადაწყვეტილებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, აღმაშენებლის გამზირზე არსებული მრავალწლოვანი ნეკერჩხლის ასეულობით ხე მოთხარეს. მათი ნაწილი დაჩეხეს, ნაწილი კი ქალაქის რამდენიმე სკვერსა და გამზირზე გადარგეს.

აღნიშნულ ქმედებას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი განცხადებით, ხეების გაჩეხვის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდნენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ, უფრო მეტიც - საკითხი ქალაქის საკრებულოს სხდომაზეც კი არ გაუტანიათ განსახილველად.

გავრცელებული ინფორმაციით, ხეების გაჩეხვას კურირებდა ქალაქის მერი გია თევდორაძე, რომელიც მიმდინარე პროცესს უშუალოდ ადევნებდა თვალს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროსპექტზე ველობილიკების მშენებლობა იგეგმება (საინტერესოა, იდეის ავტორებმა გათვალეს თუ არა წინასწარ, ქუთაისელთა რა რაოდენობა ისარგებლოებს ველოსიპედით? ან საერთო ისარგებლებს კი?!), რისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 5 200 000 აშშ დოლარი გამოყო, ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ აყვავებულ ნეკერჩხლის ხეებს ბოლო დროს საქართველოშო ესოდენ საყვარელი პალმები შეცვლიან.

(ვრცლად იხილეთ გაზეთ p.s.-ის ორშაბათის, 16 მაისის ნომერში)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია