დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა ბერლინში თანამედროვე ურბანული ობიექტები დაათვალიერა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/01 19:42:46

ბერლინში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც ქუთაისის მერი შოთა მურღულია,თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და სხვა ოფიციალური პირები შედიან, ბერლინში არსებული ნარჩენების გადამამუშავებელი ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი - BSR დაათვალიერა.

 


BSR არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი, სადაც, ნარჩენების გადამუშავების შედეგად, თბო და ელექტროენერგია მიიღება. საქართველოსთვის, რომელიც ნარჩენების გადამუშავების ყველაზე მორგებული და ეფექტური სისტემის შექმნაზე მუშაობს, ეს ღირებული გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალებაა. ქართულ დელეგაციას BSR-ში მასპინძლობას გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელი, არნე გოსი უწევდა.


ამასთან, დავით შავლიაშვილმა, გიორგი ამაშუკელმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ... მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისდირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა და საქართველოს გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიისდირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - მდგრადი ურბანული განვითრება სამხრეთ კავკასიაში, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური პირებისთვის, ბერლინში, KFW- ორგანიზებით იმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია