დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სარწყავი არხების წმენდა მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს
2013/04/04 23:29:20

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების პროგრამის ფარგლებში,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის სარწყავი სისტემის ძველი მაგისტრალური არხის და სოფელ ქვეშში ამავე სისტემის გამანაწილებლის წმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს.

,,ისევე როგორც ბევრ სხვა რეგიონში, სარწყავი წყალის პრობლემა შიდა ქართლშიც აქტუალურია. აღნიშნული არხის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ეს არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ჩვენი სპეციალისტები უკვე 3 თვეა სარეაბილიტაციო და გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. სამომავლოდ ახალი რეზერვუარების დაპროექტებასა  და  მშენებლობასაც ვგეგმავთ, რაც საბოლოო ჯამში გააორმაგებს გასარწყავებული  ფართობების რაოდენობას“, - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

სარწყავი სისტემა 1958 წლიდან ფუნქციონირებს და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კაპიტალურად არ შეკეთებულა, ხოლო არხების უმეტესობა ბოლო 20 წელია არ გაწმენდილა.

აღნიშნული სარწყავი სისტემა სათავეს მდ. დიდი ლიახვიდან იღებს. მისი სიგრძე 45 კმ-ია და სარწყავი წყლით გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფელსამარაგებს. არხიდან 6 პირველი რიგის გამანაწილებელი გამოდის, რომელთა საერთო სიგრძე 80 კმ-ია. ამჟამად არხის დაზიანების გამო, არასრული რეჟიმით შეიძლება მოირწყას  მხოლოდ 3500 ჰა. ამ სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოების დასრულების  შემდეგ  2-ჯერ მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც  რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს.

საქართველოში ერთდროულად 50-მდე მაგისტრალურ და პირველი რიგის  გამანაწილებელ არხზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე წელს მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია