დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით ავიარესი დაინიშნება
2013/05/28 19:09:40

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომპანია Georgian Airways თბილისი-ქუთაისის ავიარეისებს შეასრულებს. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ, გააკეთა.

"როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა გვეუბნება, ბილეთის თვითღირებულება საკმაოდ მაღალია და დოტაციურ რეჟიმში რეისების ყოფნა კომპანიისთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზაფხულის პერიოდში, სექტემბრამდე დოტაციაზე ამყოფონ ეს რეისი, რათა შეხედონ როგორ იმუშავებს და როგორი დატვირთვა ექნება."

საგანელიძის განმარტებით, ფრენის ხანგრძლივობა 20 წუთი იქნება და რეისები კვირაში 4-ჯერ შესრულდება:
"ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსადაპარასკევს განხორციელდებაფრენები. ფასებს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 89ლარი იქნება ბილეთის ფასი და შესაძლებელია დაიდოს გარკვეული კორპორატიული ხელშეკრულება პარლამენტსა და კომპანიას შორის, რომ გარკვეული სერიოზული ფასდაკლებები არსებობდეს დეპუტატებისთვის." - ამბობს საგანელიძე.

პარლამენტის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები სავარაუდოდ, ნახევარ ფასად, 44 ლარად იმგზავრებენ.

საგანელიძე ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული ავიარესები ქალაქში ჩამომსვლელ დელეგაციებსაც გაუმარტივებს მდგომარეობას.

"ეს ძალიან მოსახერხებელია იმ დელეგაციებისთვის, რომლებიც ჩამოდიან თბილისში და ასევე, პარლამენტშიც უნდა თმოსვლა. ისინი ხანდახან ერთი, ან ორი დღით არიან ჩამოსულები და მხოლოდ პარლამენტში წასვლა-წამოსვლაზე კარგავენ  8-9 საათს, რაც ძალიან არაეფექტურია“. - ამბობს საგანელიძე.

საგანელიძის თქმით, პარლამენტის სხდომებსა და კომიტეტებზე ჩამოსვლა ხშირად მთავრობის წევრებსა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებსაც უწევთ. „აღნიშნული ავაიარეისები კი მოხსნის გზის პრობლემას და ჩვენს მუშაობას უფრო მოსახერხებელს გახდის“. – განაცხადა საგანელიძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია