დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დათვების თავდასხმები გახშირდა
2014/08/12 18:11:54

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დათვების თავდასხმები გახშირდა. ამის შესახებ ინფორმაციას  "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

 

ადგილობრივი კორეპონდენტების, სოფელ ჯვარისაში მცხოვრები, კოტე დარახველიძისა და რამაზ გიორგაძის ინფორმაციით, მათ სოფელში ბოლო ერთი თვის განმავლობაში დათვის შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა.

 

ანალოგიური შემთხვევებია მეზობელ სოფლებშიც - ოჯოლასა და ლაშიაში. დათვი ღამით ტყიდან სოფლებში ჩადის, მოსახლეობის საცხოვრებელ ეზოებში შედის, ამტვრევს შინაური ცხოველების სადგომს და იტაცებს ცხოველებს.


სოფელმა დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. როგორც მოსახლეობა ამბობს, დათვის მოკვლის უფლება არ აქვთ და ითხოვენ შესაბამისი სამსახურიდან დახმარებას. მათივე თქმით, არის საფრთხეც, რომ დათვი ადამიანებსაც დაესხას თავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია