დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტში სოფელ დიცში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს
2013/05/31 14:28:42

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ ცხინვალის რეგიონთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელა. შეხვედრას, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარდა, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის ნაწილი მედიისთვის დახურული იყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, შოთა მალაშხიას თქმით, საუბარი სოფელ დიცსა და პერევში არსებულ ვითარებაზე იყო. 

„საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ოკუპაცია გრძელდება. ამას კომპლექსული მიდგომები სჭირდება. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართვა და, გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აღკვეთოს ეს პროცესები. ასევე საუბარი იყოიმის შესახებ, თუ როგორ იქნას გამოყენებული არასამთავრობო ორგანიზაციები, თავიანთი გამოცდილებით, იმ ხიდების ასაგებად, რომელიც რეალურად არსებობს ყველა ეთნოსს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. ვისაუბრეთ ოკუპაციის ხელისშემშლელ ფაქტორზე. პერევში, დიცსა და დვანში ერთი და იგივე პროცესი მიდის. ცხადია, ამ ოკუპაციის ხაზის გადმოწევის მცდელობა, მცოცავი ანექსიის მცდელობაა," – აღნიშნა შოთა მალაშხიამ.

მალაშხია ასევე აღნიშნავს: მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული კომიტეტი სისტემატურად განიხილავს ე.წ. კონფლიქტურ სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მათ რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

„უგზოობა, გაზის მილების არარსებობა, სარწყავი სისტემის ნაკლებობა და საძოვრების ნაკლებობა, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ე.წ. კონფლიქტურ სოფლებში ყველა ოჯახს აწუხებს. მე კომიტეტზე განვაცხადე, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრი არ გვეტყვის, რეალურად რა ხდება კონფლიქტის რაიონში, ოკუპანტი რუსეთი მავთულხლართებს ამონტაჟებს თუ არა ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ შეიმუშავებს ერთობლივ პროექტს ამ ტერიტორიებზე პრობლემების მოსაგვარებლად, მანამ ეს პრობლემები გადაუწყვეტელი დარჩება", - განაცხადა შოთა მალაშხიამ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გია ვოლსკი კი, საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს უარყოფს.  მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბრალდებებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რაც არ გამოუვა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პრობლემის გადაჭრის გზები უკვე დაასახელა. პრემიერმა ამ საკითხებზე გუშინდელ მთავრობის სხდომაზეც  ისაუბრა. ივანიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფრასტუქტურის, სოფლისა და რეინტეგრაციის სამინისტროებს უკვე დაავალა დროული რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით. ასე რომ, მალაშხიას ხელისუფლების მიერ მოგვარებულ პრობლემებზე თავად სურს პოლიტიკური ქულების დაწერა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია