საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული დასი“ 2 ოქტომბრიდან აქციებს გეგმავს
2012/09/18 14:46:17

 

„ქართული დასი“ 2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს კამპანიას სახელწოდებით „დაიცავი საკუთარი ხმა“. დღეს ქუთაისის მერიაში „ქართული დასის“ ახალგაზრდულმა ფრთამ განცხადება შეიტანა იმის შესახებ, რომ ისინი კამპანიის ფარგლებში იწყებენ აქციებს.

„ჩვენ მივმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას, რომლის თანახმადაც ვიწყებთ ღონისძიებათა ციკლს სახელწოდებით „დაიცავი საკუთარი ხმა!“ აქციები გაიმართება როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეიკრიბებიან ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებნი - ყოფილი პარლამენტის შენობის წინ. არჩევნების შემდეგ ჩვენ თითეულ ხმას დავიცვთ და 2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, ნებისმიერ შემთხვევაში, გავმართავთ აქციებს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევები და პარლამენტში უმრავლესობით შედის ოპოზიცია,“ – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარემ ირაკლი ალფაიძემ.

მირიან ბერულავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია