დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თედო ჯაფარიძე:"რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას!"
2013/05/28 12:54:32

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გმობს 27 მაისს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და ამ ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების ფაქტს.
მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლებრვი ნორმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას. მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონობაზე, რამაც სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას.
კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ჟენევის თუ სხვა (აბაშიძე – კარასინი) ფორმატში მიმდინარე საქართველო – რუსეთის მოლაპარაკებების ფონზე ამგვარი პროვოკაციები საფრთხის შემცველია სამშვიდობო პროცესის სტაბილურად წარმართვისათვის.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: 
1. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება და მოახდინოს რეაგირება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამეფებულ უკანონობაზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას და წარმოადგენს ოკუპაციის დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას;
2. მოუწოდებს ოკუპანტ ძალას – რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უარი თქვას საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციაზე;
3. მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით, გაააქტიუროს მუშაობა საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების მეშვეობით მომხდარ ფაქტზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის მიზნით.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე


ტალინი, ესტონეთი


28 მაისი, 2013

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია