დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ასკილი
2011/11/07 13:53:39

ასკილი - ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ჩვენს ქვეყანაში რამოდენიმე ათეული ტონა ასკილის ნაყოფი მზადდება, მისგან  C ვიტამინისა და პროვიტამინის პრეპარატებს ამზადებენ სხვადასხვა ფორმით: სიროფი, ფხვნილი, აბები, ექსტრაქტი, ნაყენი და სხვა.

ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის, ჰემორაგიული დიათეზის (ჰემოფილია), ათეროსკლეროზის, ჭრილობების და ძვლების შეხორცების დასაჩქარებლად, ასევე საშვილოსნოდან სისხლდენისას და ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ. ნაყოფში შემავალი A ვიტამინი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის (ქათმის სიბრმავე), აგრეთვე თირკმელის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს. ასკილის ნაყოფის ექსტრაქტი გამოიყენება, როგორც ნაღვლის დენის გამაძლიერებელი საშუალება, ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტის დროს.

ამზადებენ ასკილის ნაყოფის ნაყენს არაყზე: 1 ჭიქა ნაყოფს ურევენ 1-1,5 ჭ. შაქრის ფხვნილს (ხმელ ასკილის ნაყოფს წვრილად ჭრიან) ასხამენ 3ჭ. 70 გრადუსიან  არაყს, 5 დღე დგამენ მზეზე, მე-6 დღეს კი ასხამენ 2 ჭ. 400-იან არაყს და ისევ მზეზე დგამენ კიდევ 5 დღე. მე-10 დღეს ფილტრავენ (წურავენ), სვამენ 15 გ. დღეში 2-ჯერ ჭამის შემდეგ. ხალხს მიაჩნია, რომ ასკილის ფოთლების ჩაი კარგად მოქმედებს კუჭზე, აუმჯობესებს მის მონელების ფუნქციას, აწყნარებს კუჭის ტკივილს, კუჭაშლილობის დროს მცირდება კუჭში გასვლის ნდომა და ასევე „აუვნებლებს გაზებს.“

ასკილის ფესვების ნახარში საუკეთესო საშუალებადაა მიჩნეული ყოველგვარი ქვების გასახსნელად ორგანიზმში, ან მათ დასაშლელად ქვიშის სახით, ამავე დროს დამღუპველად მოქმედებს მალარიის გამომწვევ პარაზიტებზე. იღებენ ორი სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ასკილის ფესვებს, ასხამენ 200 გ წყალს და 15 წუთს ხარშავენ, ამის შემდეგ დგამენ გასაციებლად, სვამენ თითო ჭიქას სამჯერ დღეში, ერთი კვირის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივადაც.

ხალხურ მედიცინაში ასკილს მრავალმხრივი გამოყენება აქვს: ფესვებს გაციებისა და ჰიპერტონიის დროს იყენებენ, ასკილის ყვავილის გვირგვინის ფურცლებს თაფლში მოხარშულს - წითელი ქარის საწინააღმდეგოდ.

ტიბეტის მედიცინაში ასკილს ფილტვის ტუბერკულიოზის, ნევრასთენიის, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ იყენებენ. ყვავილებს კი გულწვის მაღალი ტემპერატურის დროს.

ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: „ერთი სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ასკილის ნაყოფს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 10 წუთს ადუღებენ. ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა დასალევად. სვამენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში ორ-სამჯერ. ბავშვებს 1/8-1/4 ჭიქას აძლევენ ერთ მიღებაზე.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია