დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიახლე
როგორ გადავლენ აფთიაქები სარეცეპტო სისტემაზე
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/22 21:11:38

დახლს ქვემოთ მედიკამენტები თუ გაიყიდება, სანქციები გამკაცრდება

 

აფთიაქების სარეცეპტო სისტემზე გადაყვანასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა დავთ სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა.


მის თქმით, უკვე მზადდება სააფთიაქო სისტემა, რათა  სამედიცინო დაწესებულებები სარეცეპტო მომსახურებაზე გადავიდნენ.


დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები  აწუხებთ, იმოქმედებს ხანგრძლივი მოქმედების სარეცეპტო სისტემა, ასეთ პაციენტებს შეეძლებათ, მიიღონ ერთწლიანი რეცეპტები.

 


დავით სერგეენკო:


- მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება სარეცეპტო სისტემა, პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება. რაც შეხება, ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებს, არ შეიძლება სამი წლის განმავლობაში ესა თუ ის ადამიანები ერთი და იმავე მედიკამენტს ღებულობნენ. ისინი  წელიწადში ერთხელ  მაინც უნდა  მივიდენენ ოჯახის  ექიმთან  იმისათვის, რომ მოხდეს  მათი  ჯანმრთელობის გადახედვა. ამ დროს  პაციენტი ღებულობს  ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტს.  თუკი  სხვა დროს  პაციენტები სამი წლის განმავლობაში ერთი და იმავე მედიკამენტებს ღებულობდნენ, ამიერიდან ეს აღარ განმეორდება.  როდესაც  პაციენტი  მიიღებს  ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტს, მაშინ  მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის შეიძენს ის მედიკამენტს.  პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე   სარეცეპტო სისტემა არ გავრცელდება. თითეულ აფთიაქში  გადაუდებელი დახმარების მედიკამენები თავისუფალ გაყიდვაში იქნება. 2013 წლის  ივლისის შემდეგ,  საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში,   ოჯახის ექიმთან  ვიზიტი უფასოა,  გამომდინარე აქედან,  არცერთ ადამიანს არ შექმნება პრობლემა (თუ ის საჭიროებს მკურნალობას),   მივიდეს ექიმთან და მიიღოს რეცეპტი. უახლოეს ხანში, ნებისმერ ადამიანს ექნება ნებისმიერი კლინიკის არჩევისა და იმ კლინიკაში მკურნალობის საშუალება.


- მართალია,  სააფთიქო ნარკომანია რეცეპტების შემოღების შემდეგ აღარ იქნება, მაგრამ ხომ არ გაჩნდება ალტერნატიული საშუალებები?


- ჩვენ ვიფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვინც მედიკამენტებს ბოროტად მოიხმარდა. სააფთიაქო  ნარკომანია, მოგეხსენებათ მოქნილი სფეროა და როდესაც კეტავ ერთ არხს, ჩნდება მეორე, რომელიც, როგორც წესი, უფრო საშიშია, ვიდრე არსებული. ნუ ვიფიქრებთ იმას, რომ ჩვენ მექნიკურად გადავუკეტეთ ნარკომომხმარებლებს ნარკოტიკული მედიკამენტების  მოხმარების არხები.  მიუხედავად იმასა, რომ   გარკვეული რეფორმები გატარდა,  ნარკომანიის მართვა ბოლო წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.  ამ კუთხით არავითარი   რეფორმები არ მიმდინარეობდა. მე გავაკეთე ნარკოლოგიური დარგის რეორგანიზაცია და  ამ დარგის რეფორმირება დავავალე  გელა ლეჟავას, რომელიც ამ დარგის პროფესიონალია. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახური დაექვემდებარა ჯანდაცვის სამინისტროს. მალე წარმოვადგენთ  ნარკომანიის მართვის სრულიად განსხვავებულ, ახალ სტრატეგიას. იმედი მაქვს, რომ ამ რეფორმის შედეგად ნარკოტიკების მომხმარებლები გამოვლენ იმ პრობლემიდან, რომელშიც  დღეს არიან.


-  C-ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 60%–ნი ფასდაკლებთ ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები. გავრცელდება თუ არა ეს შეღავათები იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც უცხოეთში გადიან მკურნალობას?


- იმდენად დიდია ამ პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოლოდინი, რომ დღემდე კონკრეტულ დროს ვერ ვასახელებდი. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში C-ჰეპატიტის პროგრამის დაწყების შემდეგ, 1 თებერვლიდან 60%–ნი ფასდაკლებით ისარგებლებენ  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც უკვე ხელთ აქვთ დიაგნოზი და ექიმის რეცეპტი.  ვინაიდან  ეგვიპტის შემდეგ  საქართველო მეორე ადგილზეა  მედიკამენტების სიაფით, რომ არ მომხდარიყო  დიდი პარტიების შეძენა და გადაყიდვა,  ამიტომ ამ მედიკამენტის  შეძენის უფლება მხოლოდ დიაგნოზირებულ პაციენტებს მიეცემათ. რაც შეეხება,  უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათ  შეუძლიათ საქართველოში შეისყიდონ C-ჰეპატიტის მედიკამენტები დადგენილი შეღავათებით.


-  არის თუ არა იმის საფრთხე, რომ წამლები დახლს ქვემოთ გაიყიდოს?


- არა მგონია, ეს საფრთხე არსებობდეს, ისინი, ვინც დახლს ქვემოთ გაყიდიან წამლებს, მათ არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.  სანქციები მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული, როდესაც  შესაბამისი სამსახური აღმოაჩენს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ურეცეპტოდ იყიდება, პირველ ეტაპზე  ჯარიმები  დაეკისრებათ ფინანსური სანქციების სახით. ლიცენზია შეუჩერდებათ  ხანგრძლივი დროის განმავლობაში – (10 ან 20 წელი)  არამარტო აფთიაქარებს, არამედ  აფთიაქის მეპატრონეებსაც. ეს  იქნება  მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ დახლს ქვემოთ  მედიკამენტების გაყიდვა არ მოხდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია