საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
თერჯოლის მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება
2020/06/20 18:52:42

 

 

კლინიკების თერჯოლის რაიონულ საავადმყოფოში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი.


ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი.


კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმიჩივილების შესაბამისადუსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეოზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს თერჯოლის რაიონული საავადმყოფო.


ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში გარკვევაში, სწორი კითხვები დასმასა და დიაგნოზის საფუძვლიანად გაგებაში დაეხმარება.


ონლაინ კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგი პროფილის სპეციალისტებთან:

ენდოკრინოლოგის კონსულტაცია

კარდიოლოგის კონსულტაცია

ნევროლოგის კონსულტაცია

ოფთალმოლოგის კონსულტაცია

გინეკოლოგის კონსულტაცია

ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია

ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია

ალერგოლოგის კონსულტაცია

გასტროენტეროლოგის კონსულტაცია

დერმატოლოგის კონსულტაცია

რევმატოლოგის კონსულტაცია


პირველი 7 კონსულტაცია უფსოდ  ეკუთვნით მათ, ვისაც აქვს სახელმწიფო დაზღვევა!


სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის მომსახურებით სარგებლობისათვის უნდა მიმართოთ ევექსი კლინიკების თერჯოლის რაიონულ საავადმყოფოს, მის. . თერჯოლა, რუსთაველის .№69.

 

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 032 255 05 05.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია