საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კივი - უცვლელი პროდუქტი დიაბეტიკებისთვის
2015/12/07 13:19:42

ცოტამ თუ იცის, რომ ამ ბუსუსა მუქი მწვანე ხილის სამშობლო ჩინეთია. იქ მას „მაიმუნის ატამს“ უწოდებენ. 

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, მცენარე ველური სახით იზრდებოდა და მის ნაყოფს მხოლოდ 3-4 სანტიმეტრის დიაგონალი ჰქონდა. ამის გამო, ევროპაში მას „ჩინურ ხურტკმელს“ უწოდებდნენ. 
კულტურულ მცენარედ კი კივი ახალ ზელანდიაში აქციეს (1905 წელი), მისი სახელწოდებაც იქაური ფრინველის - კივის სახელისგან წარმოდგება. 
საქართველოში კივის კულტურა ზღვისპირა რეგიონებშია გავრცელებული.

კივის მწიფე ნაყოფს მსუბუქად მომჟავო-მოტკბო გემო აქვს, რომელიც რაღაცით მარწყვის, ნესვისა და ანანასის წვენების ნაზავს მოგვაგონებს. ჩვენთან, ძირითადად, ოდნავ მოუმწიფებელი კივი იყიდება, რომელსაც ოთახის ტემპერატურაზე დამწიფება სჭირდება. 
მწიფე კივი ტკბილი, არომატული და ოდნავ რბილია, მხოლოდ არა - ნაოჭიანი.

კივის ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 100 გრამი. ხილის შემადგენლობის დიდი ნაწილი (84%) წყალია. ასევე, ის შეიცავს ცილებს (1%), ცხიმებს (1%-ზე ნაკლები), ნახშირწყლებს (დაახლ. 10%). ხილი ძალზე დაბალკალორიულია. საშუალო ზომის კივის კალორიულობა 48 კილოკალორიას შეადგენს. კივი საკვები ბოჭკოების შესანიშნავი საბადოა. გარდა ამისა, მასში შედის ნიკოტინმჟავა და სხვადასხვა საქარიდები.

კივი ვიტამინების აურაცხელ რაოდენობას შეიცავს. აღსანიშნავია, რომ მასში შემავალი ვიტამინების დიდი ნაწილი კონსერვირების დროს არ იშლება. ამიტომ ქილებში სხვადასხვა სახით შენახული კივის გამოყენება თავისუფლად შეიძლება. ნაყოფის მჟავიანობა მასში სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კივი C ვიტამინს გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ციტრუსები. მასში, აგრეთვე, შედის E ვიტამინი, რომლის დეფიციტიც ხშირად აღენიშნებათ დიეტაზე მყოფ ადამიანებს. ამიტომ „ჩინური ხურტკმელი“ შესანიშნავად ჯდება ნებისმიერი სახის დიეტაში.

გარდა ამისა, კივი შეიცავს ფოლიუმის მჟავასა (B9) და პირიდოქსინს (B6). საშუალო ზომის კივის დღეში ორი ნაყოფის მიღება ჩვენს ორგანიზმის ფოლიუმის მოთხოვნილებას ერთი მეოთხედით აკმაყოფილებს. ეს ვიტამინები აუცილებელია ორსულთათვის, მეძუძურთათვის, ბავშვებისთვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის.

კივი მდიდარია მიკროელემენტებით: რკინით, იოდით, თუთიით, მანგანუმით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით. მასში შედის ფერმენტი აქტინიდინიც, რომელიც ხელს უწყობს ცილების დაშლას, სისხლის შედედების დონის მოწესრიგებას, დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე.

ვიტამინების სიუხვის წყალობით, კივი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. მას არტერიული წნევის დაწევა შეუძლია, წარმატებით ებრძვის ჭარბ ქოლესტერინს. ნორვეგიელი მეცნიერების კვლევების თანახმად, კივის გამოყენება ორგანიზმში 15%-ით დაბლა სწევს ცხიმოვანი მჟავების დონეს.

„ჩინური ხურტკმელი“ ჩინებულად უმკლავდება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. კივის გამოყენება სასურველია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისას.

დიაბეტიანებისთვის კივის მიღება დაშვებულია; შაქარი მასში თითქმის არ არის. ამიტომაც, კივი უცვლელი ლიდერია დიაბეტურ დიეტებში.

კივი სასუნთქი გზების დაავადებებსაც მკურნალობს. იტალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დასახელებული პროდუქტის დღეში 2-3 ცალის მიღება ამცირებს ხიხინებს, საღამოს ხველასა და ხუთვას. კივის ერთი ჭიქა წვენი ორგანიზმს სიჯანსაღეს უნარჩუნებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.

კივის გამოყენება, ასევე, რეკომენდებულია გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს.

კივის ხშირად კანგაცლილს მივირთმევთ, მაგრამ სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მისი გაფრცქვნა საჭირო არ არის.მისი კანი, რბილობთან შედარებით, სამჯერ უფრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვს. ამიტომ, სჯობს, ხილს ბუსუსები დანით გავაცალოთ და კანიანად მივირთვათ. 
მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ კივის კანი ისეთ მიკრობებს ანადგურებს, როგორებიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავური ჩხირი.


კივის უკუჩვენებები

C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, კივი ალერგიული ხილია. ამიტომ, მისი მიღება (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით) სასურველი არ არის ალერგიული ადამიანებისთვის.
ასევე, თუ გასტრიტი, კუჭის წყლული ან კუჭის მომატებული მჟავიანობა გაქვთ, თქვენთვის მხოლოდ ნაკლებად გავრცელებული ყვითელი კივის მცირე რაოდენობით მიღებაა დაშვებული - იგი ტკბილია და ცოტა მჟავას შეიცავს.
კივის კუჭში გამხსნელი ეფექტი ამ ხილის დიდი რაოდენობით მიღებას ხელს უშლის დიარეისკენ მიდრეკილ ადამიანებს

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია