დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნესვი - კარგი კბილები და კანი
2011/06/27 12:25:50

ნესვი - ბაღჩეული კულტურაა, სამკურნალოდ გამოიყენება მისი ნაყოფი და თესლი. ნაყოფი კლავს წყურვილს, აქვს დამამშვიდებელი, შარდმდენი, მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ნესვის თესლის ნაყენს აქვს ძლიერი შარდმდენი ეფექტი და გამოიყენება თირკმლების დაავადების დროს. ნესვის რბილობის 95% წყალია, დანარჩენი: შაქარი, კალიუმი, რკინა, თუთია, ცხიმი, A, B, C, და D ვიტამინები, გარდა ამისა შეუცვლელია ქალის ორგანიზმისათვის კრიტიკულ დღეებში. ნესვში არის ოქროც. რბილობი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც „ბედნიერების ჰორმონის“ - სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამიტომ ნესვი აუმჯობესებს ადამიანის გუნება-განწყობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნესვის კოსმეტოლოგიური მხარე. ნესვის ნიღაბი „სილამაზის ელექსირია“, იგი არბილებს კანს, ტუჩებს სიქორფეს ანიჭებს, თვალებს და თმას სასიამოვნო ბზინვარებას აძლევს.

მას მათეთრებელი ეფექტიც აქვს და გამოადგება მათ, ვინც ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის.

ნესვით მკურნალობის კურსის რეცეპტი ასეთია: თესლი უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ და დავფქვათ. დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე რძე და 2 წუთი ვადუღოთ. ეს დოზა ერთი კვირის ნორმაა და მიღება გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. თუ გამხმარ თესლს მოიმარაგებთ, კურსის განმეორება შეიძლება პერიოდულად, ყოველ სამ თვეში, ეს მარტივი, მაგრამ უებარი წამალია. ნესვის თესლის ნაყენს აქვს ძლიერი შარდმდენი ეფექტი და გამოიყენება თირკმლების დაავადების დროს. ასუფთავებს თირკმლებს მარილებისაგან. არ დაგავიწყდეთ ნესვის თესლის შენახვა. ის წელიწადის ნებისმიერ დროს გამოგადგებათ სამკურნალოდ.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2913
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია