დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საიდან ჩამოგვაქვს შიდსი?
2010/11/22 14:11:51

შიდსით დაინფიცირებულთა რიცხვმა ბოლო დროს საქართველოში 4000-ს მიაღწია, სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ინფექციური საავადმყოფოს მოზარდთა განყოფილების გამგე და აივ შიდსის იმერეთის ამბულატორიული მკურნალობის ხელმძღვანელი ნანა გონგაძე.

- ქალბატონო ნანა, იმერეთის მასშტაბით, რამდენი ადამიანია შიდსით დაინფიცირებული? 

- ამ დროისათვის 55 პაციენტი გვყავს, ამათგან ორი - ბავშვი, დანარჩენი მამაკაცები და ქალებია. უმეტესად უცხოეთიდან ჩამოსულ მამაკაცებზეა საუბარი, რომლებმაც სქესობრივი კავშირით ცოლები დააინფიცირეს.

- ბავშვების დაინფიცირება როგორ მოხდა?

- ბავშვებს რაც შეეხება, ერთ-ერთი 15 წლის მოზარდი ბიჭია, რომელიც თურქეთში სქესობრივი კავშირით დაავადდა. რამდენიმე წლის წინ სისხლის ბანკისგან დაინფიცირებული დედა-შვილი ამ დრომდე ჩვენთან მკურნალობენ და თავს კარგად გრძნობენ.

- ავადმყოფები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან, შეღავათით სარგებლობენ?

- რასაკვირველია. აქ მწოლიარეებიც კი უფასოდ მკურნალობენ. მხოლოდ ფასიანი კვებაა, ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა პაციენტისთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ხდება. ამბულატორიას შიდსის ცენტრის პალატა „გლობალ ფონდი“ აფინანსებს, სტაციონარულს კი - სახელმწიფო. მინდა გითხრათ, რომ ეს ცენტრი 2008 წლიდან გაიხსნა და, სტატისტიკური თვალსაზრისით, ზუგდიდსა და ბათუმს აჯობა. ინფიცირებულებს რაღაც პერიოდი „გლობალ ფონდი“ შაქრითა და სხვა პროდუქტებით ეხმარებოდა, ახლა კი 40 ლარიანი ვაუჩერის სახით, მათ შეუძლიათ, ამ თანხით შეიძინონ ყველაფერი, გარდა ალკოჰოლის და სიგარეტისა.

- ამ დროისათვის მწოლიარე პაციენტები გყავთ?

- ამ ეტაპზე მწოლიარე არ გვყავს. თუმცა ზოგი მეტადონის პროგრამაში არის ჩართული. სამწუხაროდ, ორი პაციენტი გარდაგვეცვალა. ერთ-ერთი საშვილოსნოს ყელის კიბოთი და არა - უშუალოდ აივით. ამ ადამიანებს იმუნიტეტი ძალიან დაქვეითებული აქვთ და ნებისმიერი მცირე დაავადებით, თუნდაც ფილტვების ანთებით, შესაძლებელია დაიღუპონ.

მინდა გითხრათ, რომ გარდაცვლილი პაციენტი ჩვენთან არ მკურნალობდა, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გაურთულდა, სულ რაღაც ერთი თვე დაჰყო. აქ ერთი უკრაინიდან ჩამოიყვანეს, ისიც, ფაქტობრივად, სიკვდილის პირას იყო. ჩვენთან ოცი დღე იმყოფებოდა, თუმცა ბოლოს მაინც გარდაიცვალა.

- მაინც, რა სტანდარტებით მუშაობს თქვენი დაწესებულება?

- მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ბევრი წამყვანი საავადმყოფოებია, იქ ხალხი მაინც იღუპება ხოლმე. აქ კი მსგავსი შემთხვევები ნამდვილად არ ფიქსირდება. ხუთი ტეტანუსის შემთხვევაც გვქონია, გადარჩენის ალბათობა ერთიდან ხუთ პროცენტამდეა, და თქვენ წარმოიდგინეთ, სიკვდილით არ დაფიქსირებულა.

- პაციენტების სრული განკურნების შესაძლებლობა არსებობს?

- ორმოცწლიანი სიცოცხლის გარანტია ნამდვილად არსებობს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კი წამლებს რეგულარულად მიიღებენ. მაგალითად, ჩვენი პაციენტი 65 წლისაა და თავს გადასარევად გრძნობს. არა და შიდსი ჯერ კიდევ 45 წლის ასაკში აღმოაჩნდა.

- რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

- ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და ჯირკვლების გადიდება. თუმცა ასე, ერთი სიტყვით, ვერც მიხვდები. დღეს ერთი მამაკაცი მოვიდა, რომელსაც რამდენიმე თვეა მაღალი სიცხეები აქვს, ნარკომანი არაა, როგორც გაირკვა, გარკვეული ეტაპი რუსეთში ცხოვრობდა და იქ სექსუალური კავშირის შედეგად დაინფიცირდა.

გვქონდა ისეთი შემთხვევა, როცა სიცხეები და კუჭის აშლილობა დაფიქსირდა. ისიც უცხოეთში, პორტუგალიაში ცხოვრობდა, დაზუსტებით რა სჭირდა არ იცოდა. სამწუხაროდ, გამოკვლევის შემდეგ შიდსი დაუდგინდა.

- რამდენ ხანში იჩენს თავს სიმპტომები?

- თუ კი დაავადება რთულ სტადიაშია, სამ თვეში ვლინდება. ეს ყველაზე საშიში სიმპტომია, რომელიც მომაკვდინებელია. აღმოჩენის გამოვლენა დანარჩენ შემთხვევაში სამიდან-ოთხ წლამდეა.

- თქვენთან პირველადი გამოკვლევა რა ღირს?

- თუ დარწმუნებული არ ვართ აივში, 200-დან 300 ლარამდე ჯდება, ხოლო თუ ყველა გზას შიდსისკენ მივყავართ, ამ შემთხვევაში პაციენტს უფასოდ ვიკვლევთ.

- უსიამოვნო დაავადების თავიდან ასაცილებლად, თუ ხდება ადამიანების ინფორმირება და როგორი სახით?

- კი. როგორ არა. ძალიან ხშირად მიწევს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტელევიზიით, გაზეთით, ახლა უკვე ინტერნეტითაც. ასევე მოზარდებს სკოლაში ვეწვევით და დეტალურად ვაცნობთ აივ შიდსის შესახებ.

- და  ბოლოს, ქალბატონო ნანა, რას ურჩევთ პაციენტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირების წინაშე დგანან?

- პირველ რიგში ამ ავადმყოფობის მომრავლება ჩვენი გაუნათლებლობის ბრალია. უნდა შევიგნოთ, რომ ნარკოტიკები დამღუპველია. ეს არამარტო ადამიანის ტვინის უჯრედებს შხამავს, არამედ გვაინფიცირებს კიდეც. და აუცილებლად თავი უნდა დავიზღვიოთ არატრადიციული და არასასურველი სუქსუალური ცხოვრებისგან. გარდა ამისა, ტატუირება, სტომატოლოგიური, კოსმეტოლოგიური კაბინეტები, სადც მანიკიურს და პედიკიურს ვიკეთებთ, ალბათობას ქმნის ამ დაავადების გადადებისას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6303
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია