დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანატოლები თანატოლებისათვის
2013/03/14 15:26:53

„საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში არსებული ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრისა და დაბადების დღის ცენტრ „დინოს“ ორგანიზებით დღეს შეძღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის გაიმართა საქვეველმოქმებო აქცია სახელწოდებით „თანატოლები თანატოლებისათვის“. აქციის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცხოვრებაზე, მათ საჭიროებასა და შესაძლებლობებზე, მოსახლეობის გააქტიურება, მიიღონ მონაწილეობა შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრირებისა და მათთვის ოჯახური გარემოს შეთავაზებაში.

ეკა არველაძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი: „ჩვენი ცენტრის ორგანიზებით 1-8 მარტს მოეწყო აქცია და გაიყიდა შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი  ღია ბარათები, საიდანაც შეგროვდა 400 ლარი.  შევხვდით შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ აღსაზრდელებს, გავეცანით მათ სურვილებს, სწორედ მათი სურვილებიდან გამომდინარე, შეგროვებული თანხით შევიძინეთ მუსიკალური ცენტრი, რომელიც  ამ ბავშვებს გადავეცით საჩუქრად.“

აქციის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ სხვადასხვა ორგანიზაციებიც მიბაძავენ და შშმ ბავშვებს მრავალ ლამაზ დღეს აჩუქებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია