დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
gkrt-ი ქუთაისში დაბრუნდა
2010/10/21 17:28:27

წამების მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქიატრიული რეაბილიტაციის ცენტრმა (gcrt) ქუთაისში მუშაობა განაახლა. დღეს ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლში პრეზენტაცია გაიმართა.

gcrt დაარსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის - წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს (irct, კოპენჰაგენი, დანია) ხელშეწყობით. gkrt ოფისები ბათუმში, ზუგდიდში და გორში აქვს. იგი 2008 წელს ქუთაისშიც დაარსდა, თუმცა 2010 წლის დასაწყისიდან დროებით შეაჩერა საქმიანობა.

პრეზენტაციაზე სტუმართა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, იმერეთის რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ცენტრი დახმარებას უწევს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს: იძულებით ადგილნაცვალ პირებს, ლტოლვილებს ჩეჩინეთიდან, ძალოვანი სტრუქტურების (ციხე, პოლიცია) მიერ წამებულ ადამიანებს. „ომბუდსმენის აპარატი სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზარალებულ ადამიანებს, ჩვენ კი მათ სამედიცინო კუთხით დავეხმარებით“, - განაცხადა  ამ ორგანიზაციის თბილისის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ბებერაშვილმა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია