დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არყის ხე
2011/11/21 12:44:25

არყის ხე, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 1000-2300 მ სიმაღლეზე გავრცელებული ხეა, სიმაღლით 20-22 მ აღწევს.

არყის ფოთლები, კვირტები, ქერქი და მერქანი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება მთელი რიგ დაავადებების სამკურნალოდ. დადგენილია, რომ ეს მცენარე შეიცავს არომატულ ეთერზეთებს და ფისს. არყის ფოთოლზე მოხვედრილი მავნე ბაქტერიები სამი საათში იხოცებიან. მცენარის მერქნისა და ქერქის მშრალი გამოხდით (ისეთ ჭურჭელში გახურებით, სადაც ჰაერის შეღწევა არ ხდება) მიიღება მუქი სითხე, რომელიც ხის კუპრის სახელწოდებითაა ცნობილი. კუპრი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში კანის დაავადებების სამკურნალოდ. კუპრი ვიშნევსკის ცნობილი მალამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ფართოდაა გამოყენებული ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. კუპრს, თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, იყენებენ მედიცინაში ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

არყის ღეროდან ადრე გაზაფხულზე გამონადენ წვენს ხალხურ მედიცინაში „გამაჯანსაღებელ სისხლს“ უწოდებენ. ამ წვენს დღეში სამჯერ სვამენ თითო ჩაის ჭიქას. ხალხურ მედიცინაში არყის კვირტების ღვინოზე ნაყენს ურჩევენ შესაზელად სახსრებში მტვრევის შეგრძნების დროს. ზოგჯერ მისი დალევაც მიზანშეწონილია კუჭის მოქმედების მოწესრიგებისათვის.

არყის ღეროზე სახლდება აბედა სოკოს ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც „ჩაგა“ ეწოდება (PERS). ჩაგა შეიცავს ქრომოგენური ნივთიერებების კომპლექსს. მედიცინაში „ჩაგამ“ დიდი გამოყენება ჰპოვა კიბოთი დაავადებულ ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩაგას ნახარშით გასულ საუკუნეებშიც ცდილობდნენ კიბოიანთა განკურნებას. ჩაგას შემცველი ნივთიერებები არეგულირებენ ავთვისებიანი სიმსივნით ჩახშობილ სისხლ და ფერმენტწარმომქმნელ სისტემებს. ისინი ამაღლებენ დაავადებისადმი ორგანიზმის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ სპობენ ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებს.

ჩაგას ნაყენის მომზადება შემდეგნაირად ხდება: სოკოს წყლით რეცხავენ და ალბობენ მდუღარე წყალში ისე, რომ სოკო წყალში ჩაძირულ მდგომარეობაში იყოს 4-5 საათის განმავლობაში. დამბალ სოკოს დავაქუცმაცებთ, დავნაყავთ, ან გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ერთ წილ დაქუცმაცებულ ან დანაყილ სოკოს 5 წილ (მოცულობის მიხედვით) დასალბობად გამოყენებულ წყალს ასხამენ, რომელიც 50 გრადუსამდეა გამთბარი. დგამენ 48 საათის განმავლობაში. წყალს ასხამენ, დანალექს წურავენ რამდენიმე ფენა დოლბანდში. მიღებულ საკმაოდ სქელ სითხეს აზავებენ წყლით პირველდაწყებითი მოცულობის მიღებამდე (1:5). ნაყენის შენახვის ვადა 3-4 დღეა. სიმსივნის დროს ავადმყოფს უნიშნავენ 3 ჩ/ჭ განწილვადებული მიღებისათვის. ჩაგას ნაყენი ტოქსიკური არ არის, მაგრამ მისი ზედმეტი მიღება იზღუდება. ნაყენის ეფექტს გაზრდით, თუ ჩაგას სოკოს დასალბობად გამოიყენებთ ძალიან გამომშრალ კედრის ტოტების ნახარშს. სწორედ კედრით მზადდება სიმსივნის სამკურნალო წამალი „ტოქსოტერი“.

არყის კვირტების სპირტიან ნაყენს (90% სპირტი) ამზადებენ 1:5-ზე (1 წილი არყის კვირტები და 5 წილი სპირტი). უნიშნავენ 1ჩ/კ ერთ მიღებაზე, შარდისმომგვრელ და ნაღვლის მომგვრელ საშუალებად.

ფოთლიდან წყლიანი ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: ახალ ფოთლებს აქუცმაცებენ, რეცხავენ ანადუღარი ცივი წყლით, შემდეგ 40-50 გრადუსიან ანადუღარ წყალს ასხამენ და სამნახევარი საათით დგამენ. გამზადებულ ნაყენს ინტენსიური მწვანე ფერი აქვს. ნაყენის დოზა: 50-100 ,ზოგჯერ 200 მლ დღეში 2-3 ჯერ. გამოიყენება საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებად, ბრონქიტის, ტუბერკულოზის დროს, თითო ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია