დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ახალი სერ­ვი­სების პრე­ზენ­ტა­ცია ქუ­თა­ის­ში
2010/12/17 15:24:32

16 დე­კემბერს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებმა ქუ­თა­ი­სის მო­სახლეობას­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხვედ­რა გა­მარ­თეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში. აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლეობდა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მა­ვა­ლი თით­ქმის ყვე­ლა სამ­სახური: საჯარო ეროვ­ნუ­ლი ბიუ­რო, ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი, ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა, სა­კა­ნონ­მდებლო მაც­ნე, იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრი...

აქ­ცი­ის ფარ­გლებში ქუ­თა­ი­სის მო­სახლეობას სა­შუ­ა­ლება მი­ე­ცა, პი­რა­დად შეხვედ­რო­და სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს, მი­ე­ღოთ სა­ჭი­რო სერ­ვი­სებზე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე - იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია. სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებმა კი, თა­ვის მხრივ, მო­ის­მი­ნეს მო­სახლეობის პრობლე­მები და შე­საძ­ლებლობის ფარ­გლებში ად­გილ­ზე გა­უ­წი­ეს მათ დახმა­რება.

„შეხვედ­რა საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რია, კარ­გია, რომ აქ­ტი­ვობა მა­ღა­ლია, მო­სახლეობა მო­დის, ყვე­ლას ვე­საუბრებით და ჩვენს ძა­ლებში რაც არის, ვცდი­ლობთ, პა­სუხი გავ­ცეთ და აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ შე­საბამი­სი დახმა­რება“, გა­ნაცხადა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მო­სახლეობას­თან შეხვედ­რას ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლებაც ეს­წრებოდა. ყვე­ლა­ზე მე­ტი კითხვით ქუ­თა­ი­სე­ლებმა ქა­ლა­ქის მერს მი­მარ­თეს. გია თევ­დო­რა­ძის განცხადებით: „პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა კითხვა და ყვე­ლა პრობლე­მა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ამ სა­მი­ნის­ტროს ფარ­გლებში მოქ­მე­დი სა­ა­გენ­ტოების მი­მართ გა­აჩ­ნი­ათ, იქ­ნება ბოლომ­დე პა­სუხგა­ცე­მუ­ლი, ყვე­ლა კონ­კრე­ტულ სა­კითხზე იქ­ნება კონ­კრე­ტუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლება მი­ღებული.  ამ­გვა­რი ფორ­მა­ტის ურ­თი­ერ­თობა და აქ­ცია არის ეფექ­ტუ­რი რო­გორც მო­სახლეობის­თვის, ასე­ვე ნების­მი­ე­რი სა­მი­ნის­ტროს­თვის“.

აქ­ცი­ის ფარ­გლებში მო­სახლეობას და­უ­რიგ­და სა­მო­ქა­ლა­ქო და საჯარო რე­ეს­ტრების, ნო­ტა­რი­უ­სის, ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის, სას­წავ­ლო ცენ­ტრის სერ­ვი­სების შე­სახებ დამ­ზა­დებული სპე­ცი­ა­ლუ­რი ფლა­ე­რები, ჟურ­ნა­ლები, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბარა­თები.

დღეს­ვე, აქ­ცი­ის შემ­დეგ ქა­ლაქ ჩოხატა­ურ­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სერ­ვი­სების ახალი შე­ნობა გაიხსნა.

მო­სახლეობას­თან შეხვედ­რები იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებმა კახეთის რე­გი­ო­ნი­დან და­იწყეს.

თე­ლა­ვი­სა და გურჯაა­ნის შემ­დეგ, მსგავ­სი შეხვედ­რა მარ­ნე­ულ­სა და ახალ­ციხეშიც გა­ი­მარ­თა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ციებს მო­სახლეობას­თან მო­მა­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა და სხვა რე­გი­ო­ნებში გა­აგ­რძე­ლებს.

ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია