დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ითქვა უსუფაშვილ-ალასანიას შეხვედრაზე?
2014/11/04 14:23:42

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეხვედრის მთავარი თემა იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ წაყენებული ბრალი. ირაკლი ალასანიამ დავით უსუფაშვილს მიაწოდა დამატებით ინფორმცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთეს.


„ბატონმა მინისტრმა მთხოვა შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ძირითადი თემა რა თქმა უნდა არის დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი. ეს ეხება კონკრეტულ საქმეს შესყიდვების თაობაზე. მინისტრმა გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ და მე ამისთვის მადლობელი ვარ. პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის, მთავრობის ინიციატივით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ძალაში შარშან და აქედან გამომდინარე, 2 მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე. ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო ხელმოწერა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანვე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე, რომ პარლამენტი არაპირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო. მინისტრის თხოვნა იყო, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად. ჩვენც, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენცის ფარგლებში, ემსახურებოდეს სახელმწიფოს პროკურატურაც, თავდაცვის სამინისტროც, მთავრობაც და პარლამენტიც.ასე რომ, მე როგორც განვაცხადე პარლამენტი, რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით თუ სხვა საშუალებებით, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



ირაკლი ალასანიას განცხადებით, მან პარლამენტის თავმჯდომრეს გააცნო თავდაცვის სამინისტროში შექმნილ ვითარებაზე პროკურატურის მიერ განხორცილებული ღონისძიებების შემდეგ.

 


„პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ამ ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. მოვუტანე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, თუ ამ ბოლო დღეების განმავლობაში რაზე მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია . ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები. ამ წლის დასაწყისში ჩვენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაცია მიწოდებულ გვაქვს უკვე თავდაცვისა დ უშიშროების კომიტეტისთვის. ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომრეს, თუკი სურვილი იქნება პარლამენტის, კომიტეტის, პარლამენტარების მხრიდან თავდაცის სამინისტრო სრულად არის მზად, ითანმშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანისათვის“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია