დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პოდიუმის ფერები „შემოდგომის საღამოებში“
2010/12/20 15:03:43

ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის ორგანიზატორობით, პროექტი „შემოდგომის საღამოები პოდიუმით დასრულდა. დიზაინერებმა მაგდა და სალომე კუპატაშვილებმა, ეკა აბულაძემ შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში გამართეს. ვინაიდან ქუთაისში სამოდელო ბიზნესი თითქმის არ არსებობს, ძირითადად არაპროფესიონალმა ლამაზმა გოგონებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, წარმოადგინეს დიზაინერების ნამუშევრები: საინტერესო ფერთა გამით შექმნილი კლასიკური  საღამოს კაბები, საზამთრო პალტოები და ბეწვეული.

დიზაინერები მაგდა და სალომე კუპატაშვილები: „უკვე 10 წელია, რაც ვსაქმიანობთ. ძირითადად დახურულ სივრცეში გვიწევს მუშაობა. ორიენტირებული ვიყავით თბილისზე. მაგრამ ახლა ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, ჩვენს ქალაქშიც მოგვეწყო ჩვენება. დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს“.

ეკა აბულაძე, მხატვარ-დიზაინერი: „დღევანდელ საღამოზე წარმოვადგენ ტანსაცმელს, რომელიც ვფიქრობ, მოეწონება, აქ მობრძანებულ საზოგადოებას, ასევე გამოიფინება ჩემი ნახატები. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, რომ ახალგაზრდა ადმიანის ნიჭს ყურადღებას აქცევენ“.

 

***

შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოდგომის საღამოები“ 25 ოქტომბერს, საოპერო ვარსკვლავის, ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. ერთი თვის განმავლობაში უამრავი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა: მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის,, სახლი სიხარულისა“ განხილვა-ჩვენება, პრეზენტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის გია მურღულიას წიგნის „სიბრძნე მინიატურებში“. კონცერტი ჯაზმენ თათუსა ყურაშვილის ბენდის შესრულებით.

პროექტი „შემოდგომის საღამოები“ უკვე განხორციელებული პროექტის                    „ზაფხულის საღამოები“ გაგრძელება იყო, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის პატრონაჟით ჩატარდა. ზაფხულისგან განსხვავებით, შემოდგომის ამინდის გამო ღონისძიებები დახურულ სივრცეში გაიმართა, ამიტომ ფართო საზოგადოებისათვის მასშტაბური და ხელმისაწვდომი არ იყო, თუმცა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში ლამაზ გამონათებად იქცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია